მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ შეიძინა მიხეილ ლომთაძემ ინგლისური საფეხბურთო კლუბი "უიკომბ უონდერერსი"?

ქართულ ბიზნესში ყოველდღიურად არაერთი სიახლე ვრცელდება, თუმცა ცნობილი ქართველი ანტრეპრენიორების მიერ ინგლისური კლუბების შეძენაზე არასდროს გვისაუბრია. საფეხბურთო კლუბების შეძენა დიდ პასუხისმგებლობებთან არის დაკავშირებული, თუმცა წარმატებული სვლის შემთხვევაში გუნდის მფლობელი საერთაშორისო აღიარებასა და ყურადღებას იღებს. სპორტული კლუბის შენახვა ცხადია დიდძალ თანხებთანაა დაკავშირებული, რისი საშუალებაც ბევრ ადამიანს არ აქვს. ეს-ესაა ყაზახეთში ბაზირებულმა ქართველმა ბიზნესმენმა, მიხეილ ლომთაძემ, ინგლისური უიკომბ უონდერერსი შეიძინა, რომელიც ინგლისის მესამე დივიზიონში ანუ League One-ში ასპარეზობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები