მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რატომ შეიქმნა ინფრასტრუქტურული პროექტების კოორდინაციის და ზედამხედველობის დეპარტამენტი?

რეზო სოხაძე

რატომ შეიქმნა ინფრასტრუქტურული პროექტების კოორდინაციის და ზედამხედველობის დეპარტამენტი? - ამ კითხვით BMG-მ ინფრასტრუქტურის სამინისტროს მას შემდეგ მიმართა, რაც დღეს ცნობილი გახდა, რომ უწყებაში ახალი დეპარტმენტი შეიქმნა.

„სამინისტროების გაყოფის შემდეგ, ახალი გამოწვევებიდან გამომდინარე და პროექტების განვითარების კუთხით უკეთესი შედეგების მისაღწევად, გაჩნდა ახალი დეპარტამენტის შექმნის საჭიროება“, - ასეთი ზოგადი პასუხი მოგვწერეს სამინისტროდან, მიუხედავად დეტალური კითხვებისა, დაესახელებინათ კონკრეტული პროექტები და გარემოებები, რატომაც ახალი დეპარტამენტის შექმნა გადაწყდა.

სამინისტროში უპასუხოდ დატოვეს კითხვა იმის შესახებაც, რომელიც დეპარტამენტი ასრულებდა აქამდე პროექტების ზედამხედველობის ფუნქციას.

რაც შეეხება იმას, ვინ უხელმძღვანელებს ახალ დეპარტამენტს და სულ რამდენი ადამიანი დასაქმდება, ინფრასტრუქტურის სამინისტროში BMG-ის განუცხადეს, რომ აღნიშნული 23 ივნისისთვის გახდება ცნობილი, როცა მთავრობის განკარგულების შესაბამისად, ახალი დეპარტამენტი მუშაობას დაიწყებს.

აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ, რაც რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ორად გაიყო, ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე სხვადასხვა რეგიონში ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობას ათვალიერებდა და სამინისტროს მიერ გავრცელებულ ვიდეო-რელიზებში ჩანდა, რომ სამუშაოების შესრულების ხარისხი და ვადა ერთ-ერთი გამოწვევა იყო.

"მოვითხოვთ ვადების მკაცრი კონტროლით, მაღალი ხარისხის ობიექტების ჩაბარებას" - თქვა რევაზ სოხაძემ დღეს, სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზეც.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები