რატომ შეისყიდა მერიამ დაჩქარებული წესით ლედ სანათები?
BM.GE
07.10.21 19:11
• 409
წინაასაარჩევნოდ თბილისის მერიამ თითქმის ნახევარი მილიონი ლარის ღირებულების ლედ სანათები დაჩქარებული წესით შეიძინა. მიზეზი მიმდინარე წლის დასაწყისში გამოცხადებული ტენდერის გაჭიანურებაა. კომპანიებმა სატენდერო პირობები გაასაჩივრეს, რის გამოც ამ დრომდე ტენდერში გამარჯვებული კომპანია ვერ მოიძებნა. ანუკა ჯოხაძე შეეცდება საქმის მაყურებელს მოუყვეს ლედ სანათების შესყიდვაზე გამოცხადებული იმ არაერთის ტენდერის შესახებ, რომელმაც როგორც მერიაში აცხადებენ ხარჯები უნდა დაზოგოს.