მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ შეხვდა პაველ ჰერჩინსკი მაკა ბოჭორიშვილს? - ევროკავშირის საელჩოს პასუხი

ჰერჩინსკი და ბოჭორიშვილი

"ევროკავშირის ელჩი გამოძახებული იყო საგარეო საქმეთა სამინისტროში 9 დეკემბერს და მან წარმოადგინა ევროკავშირის პოზიცია საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით“, - ასე უპასუხეს ევროკავშირის საელჩოში BMG-ის კითხვას, ვისი ინიციატივით შედგა პაველ ჰერჩინსკის და მაკა ბოჭორიშვილის შეხვედრა.

საქმე ის არის, რომ EU-ის ელჩსა და საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრის შესახებ ინფორმაცია და ფოტომასალა მხოლოდ საგარეო უწყების პრესსამსახურმა გაავრცელა. რელიზში ისიც იყო აღნიშნული, რომ „ევროკავშირის ელჩმა დააფიქსირა შეშფოთება საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით“.

ევროკავშირის საელჩოს ასევე ვკითხეთ - ნიშნავს თუ არა პაველ ჰერჩინსკსა და მაკა ბოჭორიშვილს შორის შეხვედრა საპარლამენტო არჩევნების შედეგების აღიარებას, რაზედაც შემდეგი პასუხი მივიღეთ:

„რაც შეეხება ევროკავშირის პოზიციას, ის დეტალურადაა წარმოდგენილი ევროკავშირის პრესსპიკერის 10 დეკემბრის განცხადებაში“.

BMG-მ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსაც გაუგზავნა კითხვა - რატომ შეხვდა EU-ის ელჩი მაკა ბოჭორიშვილს ანუ რატომ გამოიძახეს საგარეო უწყებაში პაველ ჰერჩინსკი. პასუხს მიღებისთანავე გაგაცნობთ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები