მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ სურს WhatsApp-ს დაარწმუნოს ამერიკელები შეწყვიტონ SMS-შეტყობინებების გაგზავნა?

623afe9683ea5
მარიამ ადამია
23.03.22 21:30
2750

მიმდინარე წლის დასაწყისიდან, აშშ-ში, სატელევიზიო ეკრანებსა და ბილბორდებზე გამოჩნდა სარეკლამო რგოლები, სადაც მოქალაქეებს პირადი ინფორმაციისა და მიმოწერის უსაფრთხოების დაცვისკენ მოუწოდებენ. ამ თემაზე გადაღებულ სარეკლამო რგოლში, ფოსტალიონს, წერილები თუ ამანათები, ადრესატამდე გახსნილი მიაქვს და გაბრაზებულ მომხმარებლებს უხსნის, რომ სოციალურ ქსელში, თუ ნომერზე გაგზავნილი ტექსტებიც ისეთივე ღიაა, როგორც ეს წერილები. გაფრთხილებები კი, WhatsApp-ისგანაა - აპლიკაციისგან, რომელიც Facebook-მა 2014 წელს შეიძინა და მას შემდეგ ისე გაზარდა, რომ ერთ სივრცეში მსოფლიო მოსახლეობის ფაქტობრივად მეოთხედს აერთიანებს.

WhatsApp-ი სარეკლამო კამპანიით მომხმარებლებს მოუწოდებს, რომ SMS-ის ნაცვლად კომუნიკაცია და ურთიერთობა, WhatsApp-ის აპლიკაციაში გააგრძელონ, რადგან ეს გაცილებით კონფიდენციალური და დაცულია.

„დროთა განმავლობაში, ჩვენ დავინახეთ, რომ აშშ-ში უფრო მეტი ადამიანი უბრუნდება WhatsApp-ს, რადგან SMS ნამდვილად დაუცველია, ხოლო WhatsApp-ი პირიქით,  ყველაფერს აკეთებს, რომ თქვენს პირად მონაცემებს პატივი სცეს და უსაფრთხოდ გადასცეს” - ამბობს CNN-თან მიცემულ ინტერვიუში, პლატფორმის მარკეტინგის ხელმძღვანელი ეშან პონადურაი, რომელიც სარეკლამო კამპანიას ხელმძღვანელობდა.

WhatsApp-ი უკვე დიდი ხანია ამტკიცებს, რომ ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო აპლიკაციაა, რომლის მთავარი ფუნქციაც თავიდან ბოლომდე დაშიფვრაა, რაც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს შეტყობინება მხოლოდ გამგზავნმა და მიმღებმა ნახონ. 

თუკი აღნიშნული კამპანია წარმატებული აღმოჩნდება, WhatsApp-ის მომხმარებელთა რაოდენობა არა მხოლოდ აშშ-ის, არამედ მთელი მსოფლიოს მასშტაბით გაიზრდება და ასეთია თავად კომპანიის წარმომადგენლების მოლოდინები და გეგმებიც.

eMarketer-ის სტატისტიკით, WhatsApp-ს აშშ-ში გასულ წელს 63 მილიონამდე მომხმარებელი ჰყავდა, რაც ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით 19%-ია. ეს ბევრად ჩამორჩება მის აუდიტორიას ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა ინდოეთი, ბრაზილია და ინდონეზია, სადაც ის კომუნიკაციის ყველაზე პოპულარულ სერვისებს შორის მოწინავე ადგილს იკავებს. მხოლოდ ინდოეთი რომ ავიღოთ, WhatsApp-ს თითქმის 500 მილიონი მომხმარებელი ჰყავს, რაც მოსახლეობის მესამედზე და მისი ინტერნეტ მომხმარებელთა ბაზის ნახევარზე მეტია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები