მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რატომ ტოვებენ მდიდარი ადამიანები გაერთიანებულ სამეფოს?

ბრიტანეთი

გლობალური სიმდიდრის მიგრაციისთვის 2025 წელი გარდამტეხი იქნება. უარყოფითი მიგრაციის ტენდენცია განსაკუთრებულად შეიმჩნევა გაერთიანებულ სამეფოში, რომელიც ისტორიაში პირველად იქცა ქვეყნად, რომელიც ყველაზე მეტმა მილიონერმა დატოვა. Henley & Partners-ისა და New World Wealth-ის მიერ თანახმად, 2025 წელს დიდი ბრიტანეთიდან 16,500 მილიონერი გადაბარგდბეა, რაც რეკორდული მაჩვენებელია.

ბოლო წლებში გაერთიანებული სამეფოს საგადასახადო პოლიტიკა მკვეთრად შეიცვალა. განსაკუთრებით აღსანიშნავია 2024 წლის ოქტომბერში მიღებული ცვლილებების პაკეტი, რომლითაც მნიშვნელოვნად გამკაცრდა მოგების და მემკვიდრეობის გადასახადები. 2025 წლის აპრილიდან კი, ძალაში შევიდა ახალი წესები, რომლებიც პირდაპირ ეხება არარეზიდენტი მდიდარი პირების სტატუსს და ოჯახური ქონების სტრუქტურებს.

ბევრმა მილიონერმა ეს ცვლილებები მათ სიმდიდრეზე შეტევად აღიქვა და სწორედ ასე გაჩნდა ტერმინი “WEXIT”, რომელიც გაერთიანებული სამეფოდა სიმდიდრის მასობრივ გადინებას აღნიშნავს. მილიონერები პირად ქონებას უფრთხილდებიან და ის ისეთ იურისდიქციაში გადააქვთ, სადაც გადასახადები დაბალია, ბიუროკრატია ნაკლებია, ხოლო ცხოვრების სტილი — უკეთესი. საერთო ჯამში, ლონდონი მიზიდულობის ძალას კარგავს.

სანაცვლოდ, მდიდარი ბრიტანელები მასობრივად გადადიან ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა: არაბთა გაერთიანებული საამიროები, შვეიცარია, მონაკო, მალტა, იტალია, პორტუგალია და საბერძნეთი. ეს ადგილები განსხვავებულია, მაგრამ იქ შედარებით დაბალი გადასახადებია, საბანკო-საფინანსო სექტორი სტაბილურია, ხოლო ცხოვრების სტანდარტი მაღალია. ამასთან, ზემოხსენებულ ქვეყნებში, უმეტესწილად, კარგი ჰავა და გემრიელი სამზარეულო აქვთ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები