მსოფლიოს წამყვანმა კრიპტობირჟებმა, ბოლო პერიოდის განმავლობაში, სტრატეგიული კურსი შეცვალეს და ფინანსურ Super App-ებად გარდაქმნა დაიწყეს.
აღნიშნული ტრანსფორმაცია ტრადიციული საბანკო მომსახურებისა და დეცენტრალიზებული ფინანსების ერთიან ციფრულ სივრცეში ინტეგრირებას ითვალისწინებს. მაგალითად, Binance, Coinbase და Kraken მომხმარებლებს უკვე არა მხოლოდ ვაჭრობას, არამედ სრულფასოვან საგადახდო სისტემებს, საკრედიტო პროდუქტებსა და აქტივების მართვის ინსტრუმენტებსაც სთავაზობენ. ამასთან, მათ უკვე აქვს საინვესტიციო და საბროკერო სერვისები, რაც ზოგიერთ ქვეყანაში წარმოდგენილი საბანკო აპლიკაციების არსენალს მნიშვნელოვნად აჭარბებს.
ექსპერტების შეფასებით, ბაზრის მოთამაშეები ამ ნაბიჯით ტრადიციულ ფინანსურ ინსტიტუტებთან კონკურენციაში შესვლას და მომხმარებელთა ლოიალურობის გაზრდას გეგმავენ.
რაც განსაკუთრებით საყურადღებოდა, კრიპტოგიგანტები ტრადიციული ფინტექ კომპანიების შთანთქმასა და პარტნიორობების გაფორმებას აქტიურად აგრძელებენ, რაც მათ მომხმარებელთა ბაზას ზრდის.
ანალიტიკოსების პროგნოზით, უახლოეს მომავალში კრიპტობირჟები ფინანსურ ბაზარზე იმდენად დიდი მოთამაშეებად იქცევიან, რომ მათ გლობალური მასშტაბით საბანკო გიგანტებთან შეეძლებათ კონკურენციის გაწევა.




























