მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რატომ უჩივის The New York Times-ი Perplexity AI-ს?

Google Chrome

გავლენიანმა ამერიკულმა გამოცემა The New York Times-მა ამერიკული სტარტაპის, Perplexity AI-ს წინააღმდეგ სამართლებრივი დავა დაიწყო. სარჩელი, რომელიც ნიუ იორკის საოლქო სასამართლოში შევიდა, მოიცავს ბრალდებას გაზეთის მილიონობით სტატიის უნებართვო გამოყენების შესახებ. როგორც მედია იუწყება, Perplexity AI-მ საკუთარი ხელოვნური ინტელექტის მოდელის განსავითარებლად The New York Times-ის სტატიები გამოცემასთან შეუთანხმებლად გამოიყენა.

ამასთან, მომხმარებლებს საშუალებას აძლევდა, თითქმის უცვლელად გასცნობოდნენ იმ ექსკლუზიურ სტატიებს, რომლებიც მხოლოდ The New York Times-ის ფასიანი გამომწერებისთვის იყო ხელმისაწვდომი. უკმაყოფილების მთავარ მიზეზად სახელდება ის, რომ თუ მომხმარებელი ხელოვნური ინტელექტის მოდელს რომელიმე სტატიის მიწოდებას სთხოვდა, სისტემა უცვლელად ან მინიმალური კორექციით სთავაზობდა The New York Times-ის მასალებს, რაც ოფიციალურ საიტზე შესვლას ამცირებდა და მედიას ფინანსურად აზარალებდა.

როგორც ირკვევა, ამერიკული გამოცემა სტარტაპისაგან არამარტო კოლოსალური მოცულობის ანაზღაურებას, არამედ საკუთარი სისტემიდან The New York Times-ის სტატიების ამოშლას ითხოვს. როგორც ცნობილია, The New York Times-სთვის მიყენებული ზარალის მოცულობა სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ გასაჯაროვდება. აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა გავლენიანი მედია ხელოვნური ინტელექტის კომპანიას საავტორო უფლებების დარღვევაში ადანაშაულებს და მის წინააღმდეგ სამართლებრივ დავას იწყებს. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ თუ ნიუ იორკის საოლქო სასამართლოში დავა გამოცემის სასარგებლოდ გადაწყდება, ეს უარყოფითად აისახება Perplexity-ს რეპუტაციაზე. ამასთან განაპირობებს სხვა ამერიკული მედიების მიერ დავების აქტიურ დაწყებას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები