მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ უფასურდება ლარი?

25 მარტის ვაჭრობის შედეგად ქართული ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით მცირედით კიდევ გაუფასურდა და 2,70 ლარი გახდა. რაც შეეხება ევროს, გუშინდელი ვაჭრობის შედეგად კურსმა მცირედი გამყარება აჩვენა და ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2,92 ლარით განისაზღვრა.

გასული კვირის განმავლობაში ლარის კურსი დოლართან მიმართებით რამდენჯერმე გაუფასურდა. 22 მარტის ვაჭრობის შედეგად დოლარის მიმართ კურსის ცვლილებამ 0.60 თეთრი შეადგინა. ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა 19 მარტსაც, ცვლილება 0.30 თეთრი იყო.

ბოლო პერიოდის რყევების ფონზე გუშინ ლარის კურსზე კომენტარი გააკეთა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა. ნათია თურნავა ფიქრობს, რომ კურსის რყევა შეიძლება ერთი მსხვილი ტრანზაქციით იყოს განპირობებული, გრძელვადიან პერსპექტივაში კი ბაზარი სტაბილურობას ინარჩუნებს. რატომ უფასურდება ბოლო პერიოდში ლარის კურსი და რამდენად სტაბილურია ბაზარი?

სტუმარი: ოთარ ნადარაია - თიბისი ჯგუფის მთავარი ეკონომისტი;