მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ უნდა აირჩიოთ საქართველოს ბანკის სასტარტო ბიზნეს ნაკრები

საქბანკი
07.03.24 17:44
54
სტატიაში საუბარია:

ბიზნესის მართვას თან არაერთი გამოწვევა ახლავს. ერთი შეხედვით მარტივი ოპერაციებიც კი დიდ ყურადღებას მოითხოვს, განსაკუთრებით მათგან, ვინც ამ სფეროში პირველ ნაბიჯებს დგამს. ფინანსური საკითხების მოგვარება ყველასთვის პრიორიტეტულია, თუმცა მცირე ბიზნესებს ბევრი შეცდომის დაშვების შესაძლებლობა არ აქვთ. ამიტომაც, თანხის მართვა, ვალუტის კონვერტაცია, კომუნალური გადასახადების დაფარვა თუ სხვა საბანკო ოპერაციები მნიშვნელოვანია, რომ მათთვის მარტივი და მოსახერხებელი იყოს.

სწორედ ამ მიზნით, ახლახან, საქართველოს ბანკმა ბიზნეს მომხმარებლებს ახალი, 4 ტიპის ბიზნეს ნაკრები წარუდგინა (სასტარტო, S, M და L ნაკრებები), სადაც, ერთ სივრცეში, ბიზნეს საქმიანობის სამართავად საჭირო პროდუქტები, სერვისები და შეთავაზებებია გაერთიანებული. მომხმარებელს კი შესაძლებლობა აქვს, კომპანიის ზომისა და საჭიროებიდან გამომდინარე, სასურველი ნაკრები აირჩიოს.

სასტარტო ნაკრები ერთ - ერთი ყველაზე მოთხოვნადი ბიზნეს ნაკრებია, რომელიც დამწყებ მეწარმეებს, სტარტაპებსა და მცირე ბიზნესებს არაერთ ბენეფიტს სთავაზობს.

ბევრ სხვა უპირატესობასთან ერთად, სასატარტო ნაკრების მფლობელები:

  • სარგებლობენ მულტისავალუტო ანგარიშებით;
  • 6 თვის განმავლობაში უფასოდ სარგებლობენ ნაკრებით და არ იხდიან საკომისიოს;
  • 6 თვე უფასოდ სარგებლობენ საქართველოს ბანკის ტერმინალით;
  • კომუნალურ გადასახადებს საკომისიოს გარეშე ფარავენ;
  • ვალუტის სპეციალური კურსით სარგებლობენ;

გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ სასტარტო ბიზნეს ნაკრების არჩევის შემდეგ, მომხმარებელს გადახდების მენეჯერი ავტომატურად გაუაქტიურდება. გადახდების მენეჯერი ერთიანი სივრცეა, რომელიც ბიზნეს საშუალებას აძლევს მარტივად აკონტროლოს არსებული გადახდების მეთოდები, გაეცნოს ანალიტიკას და სხვა. მათ ასევე შეუძლიათ, ონლაინ მოითხოვონ ისეთი გადახდის მეთოდები, როგორებიცაა: Google Pay, Apple Pay, ონლაინ გადახდები - BOG ავტორიზაციით, ბარათით, Plus და MR ქულებით გადახდა, ონლაინ განვადება და პირველი ფიზიკური ტერმინალიც კი.

ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი უპირატესობა კი სპეციალურად სასტარტო ნაკრების მფლობელებისთვის შექმნილი ბიზნეს შეთავაზებებია. მათ შორისაა:

  • 3-თვიანი საბუღალტრო მომსახურება Nexia-სგან უფასოდ;
  • 3 თვის განმავლობაში 1 Enterprise-ის ლიცენზია უფასოდ;
  • 2-თვიანი უფასო სოციალური მედიის მართვის მომსახურება Martex-ისგან;
  • ერთჯერადი კონსულტაცია HR-ის თუ IT-ის მიმართულებით;
  • ფასდაკლებები სამუშაო სივრცეებზე, საკურიერო მომსახურებაზე და სხვა.

ეს ყველაფერი კი დამწყებ ბიზნესებს ყოველდღიური საქმიანობის ავტომატიზებული პროცესებით ჩანაცვლებაში, ფინანსური რესურსების დაზოგვასა, რისკებისგან დაზღვევაში ეხმარება, ამასთან შესაძლებლობას აძლევს, მეტი დრო დაუთმოს ბიზნესის განვითარებას.

გაიაქტიურეთ სასტარტო ნაკრები ბიზნეს მობილბანკიდან ან ბიზნეს ინტერნეტბანკიდან. დამატებით დეტალებს კი შეგიძლიათ გაეცნოთ აქ.

თუ ჯერ არ გაქვთ საქართველოს ბანკის ანგარიში, გახსენით მარტივად ონლაინ და ისარგებლეთ სასტარტო ნაკრების 6-თვიანი უფასო პერიოდით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები