მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ უნდა ავიცრათ ჩინური SINOVAC ვაქცინით? - იმუნოლოგის რეკომენდაციები

BM.GE
20.05.21 12:10
614
სინოფარმის შემდეგ საქართველო მეორე ჩინური ვაქცინით - „სინოვაკით“ აცრებს იწყებს. მიუხედავად ჯანდაცვის მსოფლიო ორგანზაციის მხრიდან არაღიარებისა, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას ინფორმაციით, აცრა 21 მაისიდან 18 წელს ზემოთ მოქალეებისთვის დაიწყება. ვაქცინაცია კი იწარმოებს ყველა იმ ამცრელ პუნქტში სადაც პროცესი ამჟამად მიმდინარეობს.

გადაწყვეტილების მიღების წინაპირობად სამინისტროში ასახელებენ ჯანმოს შუალედურ დადებით შეფასებას, რომლის გათვალისწინებით მოლოდინია, რომ ვაქცინა უახლოეს პერიოდში მიიღებს ოფიციალურ აღიარებს.დღესითვის კი ის ავტორიზებულია 25 ქვეყანაში და ათეულობით მილიონი ადამიანია აცრილი.

რამდენად ეფექტურია ვაქცინა ? – ამ კითხვაზე ერთ-ერთმა პირველმა პასუხი გასცა ბრაზილიურმა კვლევამ, რომლის მიხედვითაც, ინფექციის გადაცემის თვალსაზრისით მას 56%-იანი, მძიმე შემთხვევების და სიკვდილობის თვალსაზრისით კი 90%-იანი ეფექტურობა გააჩნია. რაც შეეხება ინდურ და ახალ შტამებს, ამ მიმართულებით მეცნიერული დადასტურებული მონაცემები ამ ეტაპზე არ გვაქვს, თუმცა როგორც თავად მწარმოებლები აცხადებენ, ყველას ვაქცინა მცირედი სხვაობით მოქმედებს ახალ შტამებზეც.

Უნდა დაიწყოს თუ არა აცრა ავტორიზაციის მიღებამდე სადავო საკითხია, თუმცა ფაქტია ის, რომ საქართველოში დღეს მოთხოვნის მიუხედავად სხვა ვაქცინა 18 წელს ზემოთ მყოფი მოსახლოებისთვის არ არსებობს და არც კონკრეტული თარიღი ვიცით როდის და რას შემოვიტანთ. ვაქცინაციის საბჭოს ბოლო სხდომაზე ითქვა, რომ სერიოზული წინსვლა აქვს ქვეყანას ფაიზერის დოზების შემოტანის მიმართულებით, ასევე მოსალოდნელია, რომ „კოვაქს-პლატფორმიდან“ საქართველომ მოლაპარაკება დაიწყოს „ნოვავაქსის“ და „ჯონსონ ენდ ჯონსონის“ ვაქცინების მიღებასთან დაკავშირებით, თუმცა ეს ყველაფერი ჯერ მხოლოდ სამომავლო პერსპექტივებია.

ვაქცინაციის პროცესის დაწყებიდან 2 თვეზე ცოტა მეტო დროა გასული და ამ ეტაპზე ვაქცინირებული მოსახლეობის რაოდენობა მხოლოდ 1. 3%-ის ფარგლებში მერყეობს, თუმცა ამის მიხუედავად ჯანდაცვის სამინისტროში მაინც სჯერათ, რომ წლის ბოლომდე მთლიანი მოსახლეობის 60% აიცრება და იმუნური ფენა შეიქმნება. მთავარი აქცენტი წლის მეორე ნახევრზე კეთდება. Რამდენად რეალისტურია მთავრობის პროგნოზები და რა უნდა გავითვალისწინოთ სინოვაკით ვაქცინინაციის შემთხვევაში?

სტუმარი: გიორგი კამკამიძე - კლინიკა “ნეოლაბის” დირექტორი, ალერგოლოგ-იმუნოლოგი, პედიატრი.



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები