მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რატომ უნდა დაინტერესდეს ბიზნესი ბინათმშენებლობების პროგრამით? - ხმალაძის პასუხი

60c07a5b18e66
ინგა მურუსიძე
09.06.21 12:34
621
დედაქალაქის მერ კახა კალაძის განცხადებით, კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებული ოჯახების დაკმაყოფილების პროგრამის ფარგლებში, კიდევ დაახლოებით, 700 ოჯახი დაკმაყოფილდება. ამის შესახებ მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. მისი თქმით, ცხადდება ინტერესთა გამოხატვა ორი მსხვილი პროექტისთვის სამგორსა და ვარკეთილში.

თბილისის ვიცე-მერ ირაკლი ხმალაძის განმარტებით, "ბიზნესის საზღაური რეალურად არის დაზარალებულების დაკმაყოფილება".

„ბიზნესისთვის საინტერესო დეტალი არის ის, რომ არ ხდება პრივატიზაცია და მიწის ნაკვეთი პირდაპირი წესით გადაეცემა ინტერესთა გამოხატვაში გამარჯვებულ კომპანიას.

მათ არ უწევთ პირველადი ინვესტირება მიწის ნაკვეთის შესყიდვაში. მათი საზღაური ამ პროექტის განხორციელებისას არის დაზარალებული ოჯახების ბინებით დაკმაყოფილება. ბიზნესისთვის ეს პროექტი საინტერესოა და ამას ადასტურებს გასული სამი წლის განმავლობაში განხორციელებული პროექტები, რომლებსაც სწორედ ბინათმშენებლობებით დაზარალებული ოჯახების დაკმაყოფილების პროგრამის ფარგლებში ვახორციელებთ“, - განაცხადა ხმალაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები