მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ უნდა გვქონდეს ბუღალტერია აუთსორსზე?

63a19a0a711ce
BM.GE
20.12.22 15:26
3802
თუ ფლობთ ბიზნესს ან ხართ კომპანიის დირექტორი, მაშინ ეს სტატია თქვენთვისაა. სტატიაში განვიხილავთ თუ რა უპირატესობები აქვს ბუღალტრული მომსახურების აუთსორსინგს და რატომ შეიძლება იყოს ეს თქვენი ბიზნესისთვის ოპტიმალური გზა.

დასავლურ ქვეყნებში, ბოლო ათწლეულების მზარდი ტენდენციაა ბუღალტრული მომსახურების აუთსორსი. რაოდენ პარადოქსულადაც არ უნდა ჟღერდეს, უმრავლეს შემთხვევაში, აუთსორსი ერთდროულად ნაკლებ ხარჯიანიცაა, უფრო ხარისხიანიც და ნაკლებ რისკიანიც ვიდრე შიდა ბუღალტრის აყვანა.

შიდა ბუღალტრის აყვანისას, მეტი რისკი განპირობებულია იმით, რომ კომპანიას რჩება ყველა მისი საგადასახადო და ფინანსური რისკი, რაც იმას ნიშნავს რომ ბუღალტრის შეცდომების შემთხვევაში, კომპანია თავად იხდის ჯარიმას, საურავსა და სხვა ფინანსური სანქციას. აუთსორსის შემთხვევაში კი პროვაიდერი კომპანია, როგორც წესი, პასუხს აგებს მსგავსი ტიპის შეცდომებზე და თავად ფარავს ზარალს.

დამატებითი რისკის წყაროა ის, რომ ბუღალტერი და საგადასახადო ექსპერტი სხვადასხვა სპეციალიზაციებია. როგორც პიანისტი და გიტარისტი ერთი და იმავე სფეროს სხვადასხვა სპეციალისტებს წარმოადგენენ, ასევე არიან ბუღალტერი და საგადასახადო ექსპერტი. ბუღალტერს, როგორც წესი, არ აქვს კომპლექსური საგადასახადო საკითხების გამოცდილება, ხოლო საგადასახადო ექსპერტს არ აქვს პროგრამაში ბუღალტრული აღრიცხვის წარმოების გამოცდილება. ხშირად, მცდარად მიიჩნევა რომ ბუღალტერი ამავდროულად საგადასახადო სპეციალისტიცაა. ნებისმიერი ბუღალტერი დაგიდასტურებთ, რომ საგადასახადო საკითხების სწორად წარმოებას, საგადასახადო ექსპერტი ან კონსულტანტი სჭირდება.

მიუხედავად ამისა, კომპანიები, ხშირად მხოლოდ ბუღალტერს ქირაობენ და შესაბამისად კომპრომისს აკეთებს საგადასახადო კუთხის გამართულობაზე. ხშირად, ამ მიდგომის ნაკლოვანებაზე, კომპანიის მფლობელი ან დირექტორი მხოლოდ სავალალო შედეგების დადგომის შემდეგ შეიტყობს ხოლმე.
კიდევ ერთი რისკის ფაქტორია ის გარემოება, რომ კომპანიის მფლობელებსა და დირექტორებს ხშირად არ აქვთ ბუღალტერიის გამოცდილება სფეროში. შესაბამისად ვერც აკონტროლებენ საკუთარი ბუღალტრის საქმიანობას და პრაქტიკულად მასზე არიან დამოკიდებულნი.

შიდა ბუღალტრის აყვანას, რისკების გარდა, ახლავს მნიშვნელოვანი ხარჯებიც, რადგან კომპანიას ასევე უწევს პროგრამული უზრუნველყოფის შეძენა, რაშიც ბუღალტერმა უნდა აწარმოოს აღრიცხვა. ასევე უწევს საგადასახადო კონსულტანტის დაქირავება, სიახლეების გამოწერა, სამუშაო სივრცის გამოყოფა და საკანცელარიო ხარჯების უზრუნველყოფა.

ბუღალტრული მომსახურების აუთსორსზე გატანით, კომპანიები საქმეს ანდობენ სფეროს ექსპერტებს და ერთ პაკეტურ ფასად იღებენ წვდომას ყველა რელევანტურ სპეციალისტზე: ბუღალტერზე, საგადასახადო ექსპერტსა და ფინანსურ ანალიტიკოსზე. გარდა ამისა, აუთსორს-კომპანია პასუხისმგებელია მისივე ბუღალტრების კონტროლზე, შესრულებული სამუშაოს ხარისხსა და რისკების დაზღვევაზე. და ბოლოს, აუთსორს-კომპანია უზრუნველყოფს მისი კადრების მუდმივ გადამზადებას, ტრენინგების დაფინანსებასა და ყველა თანმდევი ხარჯის დაფარვას. ბუღალტრული მომსახურების აუთსორსინგის კომპანია, იმდენად სპეციალიზებულია სფეროში, რომ უფრო მარტივად და ეფექტურად აწარმოებს პროცესებს და შედეგად უფრო ნაკლებ ფასად და მეტი ხარისხით უზრუნველყოფს მომსახურების მოწოდებას.

კომპანია „ენთები“, დღეის მდგომარეობით, ყოველდღიურად 350-ზე მეტ კლიენტ კომპანიას უწევს საბუღალტრო, საგადასახადო და სხვა ფინანსურ მომსახურებას. „ენთებს“ დანერგილი აქვს ხარისხისა და კლიენტის კმაყოფილების კონტროლის თანამედროვე მექანიზმები და მუდმივად იცავს კლიენტი კომპანიების ინტერესებს, როგორც მომსახურების ხარისხის, ასევე კომუნიკაციის კომფორტულობის მიმართულებით.
R

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები