რუსეთის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის შეფასებით, უკრაინული ძალები რუს ჯარებს დამანგრეველ ზიანს აყენებენ.
როგორც მან მორიგ ვიდეომიმართვაში თქვა, ძალიან მალე ჩამოგდებული ვერტმფრენების რაოდენობა ასობით ერთეულს მიაღწევს და 19 დღეში რუსულმა არმიამ უკრაინაში უფრო მეტი დაკარგა, ვიდრე ჩეჩნეთში, ორ სისხლიან და მრავალწლიან ომში. „რისთვის?“ - კითხვას სვამს ზელენსკი და რუს წვევამდელებს და ოფიცრებს არჩევანს სთავაზობს.
„მინდა ვუთხრა რუს ჯარისკაცებს, მათ, ვინც უკვე შემოვიდა ჩვენს მიწაზე და მათ, ვინც უნდა გამოგზავნონ ჩვენს წინააღმდეგ საბრძოლველად. რუსო წვევამდელებო! ძალიან ყურადღებით მომისმინეთ. რუსო ოფიცრებო! თქვენ უკვე ყველაფერი გაიგეთ. თქვენ ვერაფერს წაიღებთ უკრაინიდან. თქვენ წაართმევთ სხვას სიცოცხლეს. ძალიან ბევრნი ხართ, მაგრამ თქვენს სიცოცხლესაც წაგართმევენ, მაგრამ რატომ უნდა მოკვდეთ? რისთვის? მე ვიცი, რომ თქვენ გსურთ, გადარჩეთ.
ჩვენ გვესმის თქვენი საუბრები და გვესმის, რას ფიქრობთ სინამდვილეში ამ უაზრო ომზე, ამ სირცხვილზე და თქვენს სახელმწიფოზე. გვესმის თქვენი საუბრები ერთმანეთთან, თქვენი ზარები სახლში, თქვენს ოჯახთან. ჩვენ გვესმის ეს ყველაფერი და ვაკეთებთ დასკვნებს.
ვიცით ვინ ხართ, ამიტომ გთავაზობთ არჩევანს - უკრაინელი ხალხის სახელით გადარჩენის შანსს გაძლევთ. თუ ჩვენს ძალებს დანებდებით, მოგექცევით ისე, როგორც ადამიანებს ექცევიან და ისე, როგორც არ გექცევიან თქვენს არმიაში და ისე, როგორც არ ექცევიან ჩვენს არმიას. აირჩიეთ“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.




























