მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ უნდა წავიდეთ არჩევნებზე?

სტატისტიკური მონაცემებით, საქართველოში არჩევნებზე ამომრჩეველთა საშუალოდ 50-იდან 60% მიდის, რეკორდი 1992 წელს დაფიქსირდა, როცა საარჩევნო უბნებზე მოსახლეობის 74% გამოცხადდა.

მოკლედ რომ გადავავლოთ თვალი საარჩევნო რიცხვებს და მის მნიშვნელობას, ასე გამოიყურება: 61%-იანი აქტიურობა იყო 2012 წელს, როცა არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 2 მლნ 215,661-მა ადამიანმა. ხმების 55% აიღო მაშინ „ქართულმა ოცნებამ“ და შედეგად პირველი და ამ დრომდე ბოლო არჩევნები იყო რომლითაც ხელისუფლება შეიცვალა.

47%-იანი აქტიურობა დაფიქსირდა 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე, რაც 1,648,662 ადამიანის მონაწილეობას ნიშნავდა. მაშინ გიორგი მარგველაშვილის კანდიდატურას მხარი 62%-მა დაუჭირა.

ბოლო 12 არჩევნებში ყველაზე დაბალი აქტივობა 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე დაფიქსირდა. ამომრჩეველთა მხოლოდ 43% მივიდა არჩევნებზე. „ქართულმა ოცნებამ“ 719,431 ხმა მიიღო, მაგრამ დაბალი აქტივობის გამო ხმების 51% ერგო. პარტია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 317,395 ხმა აიღო (22%).

2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე 1,814,276 ამომრჩეველი მივიდა, აქტივობამ 52% შეადგინა. „ქართულ ოცნებას“ 856,638-მა ამომრჩეველმა მისცა ხმა და პარტიამ პროპორციულ ნაწილში ხმების 49% დააგროვა. 27% კი „ნაციონალურ მოძრაობაზე“ გადანაწილდა.

46%-მდე შემცირდა მოსახლეობის აქტიურობა 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე და 47% იყო იმ მოქალაქეების რიცხვი, ვინც 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში მიიღო მონაწილეობა. მაშინ გახსოვთ, რომ 50%-იანი ბარიერი ვერცერთმა კანდიდატმა ვერ გადალახა და მეორე ტურში ამომრჩეველთა სრული მობილიზაციის ფონზე აქტიურობა 56,2%-მდე გაიზარდა. ხმების 60% აიღო მოქმედმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა. შესაბამისად 40% იყო „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის მიერ ნაჩვენები შედეგი.

მიუხედავად იმისა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები კოვიდპანდემიის დროს ჩატარდა, არჩევნებზე 1,992,891 ამომრჩეველი მივიდა (აქტივობამ 57% შეადგინა), რაც 2012 წლის შემდეგ რეკორდული რიცხვი იყო.

2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე კი საკუთარი პოზიცია 52%-მა დააფიქსირა. რა მნიშვნელობის არის კარს მომდგარი საპარლამენტო არჩევნები?

სტუმარი: კახა გოგოლაშვილი - რონდელის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები