მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ უქმნის ჯენსენ ჰუანგის დაბრუნება Anthropic-ის ბიზნესმოდელს საფრთხეს

ამოდეი

Nvidia-ს ხელმძღვანელის თანამდებობაზე ჯენსენ ჰუანგის დაბრუნებამ ხელოვნური ინტელექტის სექტორში განსხვავებული სტრატეგიების დაპირისპირება გაამწვავა და Anthropic-ის მომავლის მიმართ კითხვის ნიშნები გააჩინა.

ანალიტიკოსების შეფასებით, ჰუანგი მხარს უჭერს ღია კოდის მქონე მოდელების განვითარებას, რასაც კომპანიები საკუთარ ლოკალურ სერვერებზე უფასოდ იყენებენ. ეს მიდგომა პირდაპირ ეწინააღმდეგება Anthropic-ის ბიზნესმოდელს, რომელიც დახურული სისტემების შესაქმნელად მილიარდობით დოლარს ხარჯავს და მომხმარებლებს საკუთარ AI-ზე წვდომის სანაცვლოდ მაღალ გადასახადს უწესებს.

ჩაკეტილი სისტემების საწინააღმდეგოდ, ჰუანგის ხელმძღვანელობით Nvidia საკუთარ Nemotron მოდელებს ავითარებს და ისეთ სტარტაპებს აფინანსებს, როგორებიცაა Reflection AI, Thinking Machines და Poolside. კერძოდ, კომპანიების მიერ ამ ტიპის სისტემების დამოუკიდებლად გამოყენება Nvidia-ს ჩიპებზე მოთხოვნას ზრდის, თუმცა Anthropic-ის თუ OpenAI-ის ბიზნესზე ზეწოლას აძლიერებს.

ამასთან, ჰუანგსა და Anthropic-ის ხელმძღვანელ დარიო ამოდეის შორის უთანხმოება ჩინეთისთვის ამერიკული ჩიპების მიყიდვის შეზღუდვასაც უკავშირდება, რადგან ამოდეი მკაცრ აკრძალვებს ლობირებს, ჰუანგი კი ამას ჩინელი კონკურენტების გაძლიერების ხელშემწყობ ფაქტორად მიიჩნევს.

უთანხმოებისა და დაპირისპირების მიუხედავად, უნდა აღინიშნოს, რომ Claude-ის თუ სხვა AI-მოდელების გასავითარებლად Anthropic-ს Nvidia-ს ჩიპების გამოყენება უწევს და ის ჯენსენ ჰუანგის კომპანიის მთავარი კლიენტია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები