მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რატომ უწევს Amazon-ს $2.5 მილიარდის ჯარიმის გადახდა?

Amazon Prime
სტატიაში საუბარია:

ამერიკულმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა, Amazon-მა ფედერალურ სავაჭრო კომისიასთან მიმდინარე სასამართლო დავის მორიგებით დასრულება და 2.5 მილიარდი დოლარის ჯარიმის გადახდა გადაწყვიტა.

როგორც ცნობილია, Amazon-მა $1 მილიარდის ჯარიმა ბიუჯეტში უნდა შეიტანოს და $1.5 მილიარდის კომპენსაცია 35 მილიონ მომხმარებელს უნდა გადაუხადოს.

საქმე უკავშირდება მრავალწლიან კოლექტიურ დავას, რომელიც პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის პერიოდში დაიწყო და ის ანტიმონოპოლიურ პრაქტიკას უკავშირდება.

როგორც ბრალდების მხარე ამტკიცებს, Amazon-ის სისტემა მომხმარებელს აიძულებს ფასიანი გამოწერის სერვისი Prime-ი შეიძინოს და მისი გამოყენებისაკენ არაეთიკური გზებით უბიძგოს.

როგორც ფედერალური სავაჭრო კომისია განმარტავს, Prime-ის გამოწერის გაუქმება მომხმარებლებს შეუძლებელი ეჩვენებათ, რადგან ის ტექნიკურად ზედმეტად რთული და დამაბნეველია.

Amazon-ს ამჟამად 197 მილიონი Prime-გამომწერი ჰყავს, რომლებიც სერვისის სანაცვლოდ თვეში საშუალოდ 15 დოლარს იხდიან. კომისიის მტკიცებით, მილიონობით მომხმარებელს გამოწერის გაუქმება სურს, თუმცა პროცესი იმდენად ჩახლართულია, რომ მომხმარებლები იბნევიან და სერვისს აგრძელებენ.

თავად Amazon-ი ბრალდებებს არ აღიარებს, თუმცა მზად არის, დავა მორიგებით დაასრულოს და სამომავლოდ პრაქტიკა შეცვალოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები