მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რატომ ვეღარ ხედავს Facebook-ის მომხმარებელი გამომწერებს?

634673e5f0437
გიორგი თოლორდავა
12.10.22 12:07
2572
Facebook-ი მორიგი მასშტაბური ტექნიკური პრობლემის წინაშეა, მილიონობით მომხმარებელი საკუთარ გვერდზე გამომწერების მკვეთრად შემცირებულ რაოდენობას ხედავს.

ტექნიკური პრობლემა თავად Facebook-ის დამფუძნებელ მარკ ცუკერბერგსაც შეეხო, რომლის გვერდზეც ახლა მხოლოდ 9,991 ფოლოვერი ჩანს.

საქმე ისაა, რომ ეს მხოლოდ ვიზუალური ბაგია, რაც იმას გულისხმობს, რომ გამოწერები ავტომატურად არ გაუქმებულა, ამის გადამოწმება კი საკმაოდ მარტივად, ფოლოვერების რაოდენობაზე დაჭერით და შესაბამის გვერდზე გადასვლითაა შესაძლებელი, სადაც ჩანს, რომ ცუკერბერგს ისევ 120 მილიონი ფოლოვერი ჰყავს, როგორც ადრე.

ცუკერბერგის ფოლოვერების რეალური რაოდენობა: 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები