მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ ვეღარ გადაიტანენ მოქალაქეები საპენსიო დანაზოგებს აქტივების კერძო მმართველ კომპანიებში - განმარტება

სს

საქართველოს მოქალაქეები საპენსიო აქტივების დამოუკიდებელ აქტივების მმართველ კომპანიებში გადატანას ვეღარ შეძლებენ - ამას ითვალისწინებს კანონპროექტი, რომელიც ეკონომიკის სამინისტრომ პარლამენტს წარუდგინა. საქმე ისაა, რომ 2025 წლიდან მოქალაქეებს მიეცემოდათ შესაძლებლობა, საკუთარი საპენსიო აქტივები გადაეტანათ აქტივების კერძო მმართველ კომპანიებში, თუმცა ეკონომიკის სამინისტროს მიერ მომზადებული ცვლილებების პაკეტის მიხედვით, მოქალაქეები ამ უფლებას დაკარგავენ.

BMG-იმ ეკონომიკის სამინისტროს კაპიტალის ბაზრის განვითარების და საპენსიო რეფორმის დეპარტამენტის ხელმძღვანელს გიორგი გურგენიძეს ჰკითხა, რატომ გახდა საჭირო, აქტივების მმართველ კომპანიებს ამ უფლებით აღარ ესარგებლათ, რაზეც მან რამდენიმე მიზეზი დაასახელა.

"ამაზე მსჯელობა არა ერთი წელია მიმდინარეობდა, შიგნითაც და ექსპერტებთანაც, მათ შორის, აზიის განვითარების ბანკთან, მსოფლიო ბანკთან, ასევე არა ერთ პრაქტიკას, მონაცემებს, სტატისტიკას ვეცნობოდით.

წარმოდგენილ პროექტში, პირველ მოსმენაში, რასაც ვეხებით, არის ე.წ 29-ე მუხლი, რომელიც პერსონალურ არჩევანს ითვალისწინებდა და ითიშება. საერთაშორისო გამოცდილებით, თუ რატომ უნდა არსებობდეს ეს მუხლი, მიზეზებია: კაპიტალის ბაზრის განვითარება, კონკურენცია და სხვა, მაგრამ საპენსიოსთვის, კაპიტალის ბაზრის განვითარება მიზანი არ არის, მიზანია ამონაგების გენერირება. ხოლო, კონკურენციაზე, თუ ვისაუბრებთ ის უნდა წარმოვიდგინოთ საპენსიო პროდუქტში, რომელიც არის ჩვენი ყველას ამონაგები და როცა გავეცანით სხვადასხვა ქვეყნების სტატისტიკებს, ამონაგები საკმაოდ უმნიშვნელოა და ასევე გრძელვადიანი. ასევე, აქტივის მმართველებს შორის, გადასვლის მობილობა დიდი არ არის.

ამიტომ მიზანშეწონილად ჩაითვალა ყველა გარემოებიდან გამომდინარე, რომ ეს ნაწილი ამოგვეღო. თუმცაღა დაგვეტოვებინა ის სივრცე, რომ სხვა აქტივების კლასი იქნებოდა ამ პორტფელის კონკრეტული რომელიმე ნაწილი მაგალითად, ამ მიმართულებით საინვესტიციო ვერტიკალს შესძლებოდა და გადაეცა გარკვეულწილად აქტივები, რომ კერძო სექტორსაც რაღაც სარგებელი მიეღო", - განაცხადა მან.

მოქალაქეები საპენსიო დანაზოგების კერძო აქტივების მმართველ კომპანიებში გადატანას ვეღარ შეძლებენ - კანონპროექტი

რატომ ართმევენ მოქალაქეებს საპენსიო დანაზოგების კერძო ფონდებში გადატანის არჩევანს? - ვიცე-პრემიერის პასუხი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები