მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ ვერ გადიან ავტობუსები და მიკროავტობუსები ტექნიკურ დათვალიერებას?

ტექინსპექტირების ცენტრების კავშირის ინფორმაციით, ტექინსპექტირების ცენტრებში ავტობუსებისა და მიკროავტობუსების მიმართვიანობა დაბალია. ეს მაშინ, როდესაც ამ კატეგორიის ტრანსპორტის ტექნიკური გამართულობა ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია, რადგან ისინი მგზავრებს ემსახურებიან. სტატისტიკის მიხედვით, 2023 წელს, პირველად ტექდათვალიერებაზე M2 კატეგორიის დახარვეზების მაჩვენებელი 23% იყო, M3-ის -17%, განმეორებითზე, M2-ის 3% დახარვეზდა, ხოლო M3 – 8%. რაც შეეხება 2024 წელს, ივლისის ჩათვლით პერიოდს, M2 კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებებიდან ინსპექტირება ვერ გაიარა 24%-მა და M3-ის 18%-მა, ხოლო განმეორებითზე, M2-ის 6%-მა და M3-ი კატეგორიის ტრანსპორტის 7%-მა.

სტუმარი: გიორგი შიოლაშვილი - ტექინსპექტირების ცენტრების კავშირის თავმჯდომარე

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები