მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ ვერ თანხმდება EU რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე პაკეტზე?

სანქციები

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე პაკეტთან დაკავშირებული უთანხმოების გადასაჭრელად კენჭისყრის გადავადებას განიხილავს.

Bloomberg-ის ინფორმაციით, განხილულ ვარიანტებს შორის შეზღუდვების 24 თვით გადავადება, კონკრეტული ზომების ამოღება ან სანქციების მთლიანი პაკეტის გაუქმება დასახელდა.

როგორც ცნობილია, პაკეტზე შეთანხმების პროცესი საბერძნეთის პოზიციამ შეაფერხა, რომელიც ევროპული კომპანიების მიერ მესამე ქვეყნებში რუსული თხევადი ბუნებრივი აირის ტრანსპორტირების აკრძალვას ეწინააღმდეგება. საბერძნეთის ხელისუფლების განცხადებით, აღნიშნული შეზღუდვა დისპროპორციულად დიდ ზიანს მიაყენებს ქვეყნის ეკონომიკას, ამიტომ ის ან უნდა შერბილდეს ან უშუალოდ საბერძნეთისთვის გამონაკლისი დაწესდეს.

ამას გარდა, წევრ ქვეყნებს შორის მოლაპარაკებები საკუთარი ინდუსტრიების ინტერესების დაცვის გამო კვლავ რთულად მიმდინარეობს. ზოგიერთმა ქვეყნებმა გარკვეული სახეობის თევზის იმპორტის შეზღუდვის წინადადება სრულად უარყვეს.

ასევე, არიან სახელმწიფოები, რომელთაც რუს მიგრანტებსა და ტურისტებზე დამატებითი შეზღუდვების დაწესება არ სურთ, რადგან ისინი ამ ტალღით პირდაპირ ეკონომიკურ სარგებელს იღებენ.

საერთო ჯამში, ევროკავშირის შიგნით დავა და განხილვები სანქციების 21-ე პაკეტის შესახებ უკვე მეორე თვეა გრძელდება და თუ Bloomberg-ს დავუჯერებთ, საკითხის მოგვარებას კიდევ რამდენიმე თვე დასჭირდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები