მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რატომ ყიდიან ცენტრალური ბანკები ოქროს?

ოქრო

მრავალწლიანი რეკორდული შესყიდვების შემდეგ, გლობალურმა ცენტრალურმა ბანკებმა ოქროს რეზერვების გაყიდვა აქტიურად დაიწყეს. როგორც ირკვევა, აღნიშნული ტენდენცია ირანის ომით გამოწვეულმა კრიზისმა და ნაღდ ფულზე გაზრდილმა მოთხოვნამ განაპირობა. როგორც ცნობილია, ამჟამად ერთი უნცია ოქროს ფასი $4,838 დოლარია, რაც იანვრის პიკურ მაჩვენებელზე 10%-ით ნაკლებია.

ანალიტიკოსების შეფასებით, განვითარებადი ბაზრების მარეგულირებლები ამ გზით ეროვნული ვალუტების დასტაბილურებასა და გაზრდილი თავდაცვითი ხარჯების დაფინანსებას ცდილობენ. ძვირფასი მეტალების გაყიდვების კუთხით სიის სათავეში თურქეთია, რომელმაც მარტში ქვეყნის ოფიციალური რეზერვებიდან 131 ტონა ოქრო გაყიდა. მსგავსი სურათია რუსეთსა და განაში, სადაც საბიუჯეტო დეფიციტისა და უცხოური ვალუტის საჭიროების გამო ძვირფასი ლითონის რეალიზაცია აქტიურად დაიწყო.

შეხსენებისთვის, World Gold Council-ის მონაცემებით, 2022-2024 წლებში ცენტრალური ბანკები ყოველწლიურად 1,000 ტონაზე მეტ ოქროს ყიდულობდნენ, თუმცა 2025 წელს მაჩვენებელი 863 ტონამდე შეამცირეს. მიუხედავად იმისა, რომ ბაზარზე მიმდინარე პროცესებს ინვესტორების განწყობაზე უარყოფითი გავლენა აქვს, ექსპერტები ამ ნაბიჯს სტრატეგიული აუცილებლობით ხსნიან. სპეციალისტების თქმით, კრიზისის მოლოდინში დაგროვებული აქტივები ახლა უშუალოდ კრიზისის შედეგებთან საბრძოლველად გამოიყენება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები