მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ ყიდულობენ უცხოელები საქართველოში საცხოვრებელ ფართებს?

5dfa73b2b6dd8
BM.GE
19.12.19 00:00
2449
ინვესტიციები და მიგრაცია - ეს არის მიზეზები, რის გამოც უცხოელები საქართველოში საცხოვრებელ ფართებს ყიდულობენ. ამის შესახებ Galt&Taggart-ის ახალ კვლევაშია ნათქვამი, რომელიც თბილისში უძრავი ქონების ბაზარს ეხება.

დოკუმენტის მიხედვით, უცხოელები პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან ძირითადად ყიდულობენ ბინებს ინვესტიციებისთვის, ხოლო ახლო აღმოსავლეთის რეგიონებიდან ჩამოსული მიგრანტები ყიდულობენ დიდი ხნით საცხოვრებლად.

2018 წელს საქართველოში გაყიდული საცხოვრებელი ფართების 23,3% უცხოელებზე მოდიოდა. 2016 წელს კი ეს მაჩვენებელი 12.5% იყო.

უცხოელების მიერ ნაყიდი ბინების რაოდენობამ 2018 წელს 11 038-ს მიაღწია, აქედან დაახლოებით 2000 თბილისზე მოდის. Galt&Tagdart-ის მონაცემებით, ეს რიცხვი 2016 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედრებით სამჯერ მეტია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები