მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომაა უკანონო ბაზრობის ტერიტორიაზე განთავსებული სავაჭრო ობიექტებისთვის ინფორმაციის წარდგენის წესში შესული ცვლილებები

1 აპრილიდან ბაზრობის ტერიტორიაზე განთავსებული სავაჭრო ობიექტებისთვის ინფორმაციის წარდგენის წესის ცვლილებაზე უნდა გავაგრძელოთ საუბარი, ამ თემაზე BMG ცვლილებების მაცნეზე ატვირთვის დღიდან გიყვებათ, რომლის მიხედვითაც, ფინანსთა მინისტრის მიერ ხელმოწერილი ბრძანებიდან ირკვევა, მომდევნო კვირიდან პირი რომელიც ერთ დღეზე მეტით, იჯარით ან ქვეიჯარით იქირავებს ბაზრობაზე ადგილს ვალდებულია, საგადასახადო ორგანოს ელექტრონულად წარუდგინოს ინფორმაცია ეკონომიკური საქმიანობის შესახებ და ეს უნდა მოხდეს არაუგვიანეს მომდევნო თვის 15 რიცხვისა. ცვლილებები ეხება როგორც აგრარულ, ისე არააგრარულ ბაზრობებს.

ჩანაწერი სფეროს წარმომადგენლების თქმით უკანონოა ორ ნაწილში, 1) რომ ფინანსთა მინისტრმა არ შეიძლება შემოიღოს ის რაც კოდექსში არ წერია და ამ შემთხვევაში კოდექსში არ წერია, რომ ის შეიძლება ეხებოდეს აგრარულ ბაზრობებს და 2) არააგრარული ბაზრობების შემთხვევაშიც ეს მოთხოვნა გადავადებულია 2026 წლამდე. - ეს ორივე კითხვა BMG-იმ შესამოსლების სამსახურს გაუგზავნა, რაზე

პასუხადაც მოგვწერეს, რომ ამა წლის 14 მარტს „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის №996 ბრძანებაში ცვლილება შევიდა, რომელიც ახდენს ბაზრობის ტერიტორიაზე საქონლის სარეალიზაციოდ განკუთვნილი სტაციონარული სავაჭრო ობიექტის და არასტაციონარული სავაჭრო ადგილის იჯარით გაცემას, ჩანაწერის მიხედვით ჩნდება ვალდებულია საგადასახადო ორგანოს ელექტრონულად წარუდგინოს ინფორმაცია ამ ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელ პირთა შესახებ, რომლებზეც სტაციონარული სავაჭრო ობიექტი ან/და არასტაციონარული სავაჭრო ადგილი იჯარით/ქვეიჯარით გაცემულია ერთ კალენდარულ დღეზე მეტი ვადით. აღნიშნული ინფორმაცია საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის თანახმად წარედგინებოდა.

რამდენად არგუმენტირებულია შემოსავლების სამსახურის პასუხი და რა ნაწილშია არაკანონიერი ფინანსთა მინისტრის ბრძანება?

სტუმარი: დავით პაპიაშვილი - აუდიტორული კომპანია Kreston Georgia-ს მმართველი პარტნიორი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები