მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რაც უფრო ადრე დასრულდება ომი, მით უკეთესი ქართულ-ამერიკული ურთიერთობებისთვის - პრემიერი

პრემიერი

საქართველოს პრემიერი დონალდ ტრამპის და "ქართული ოცნების" მმართველობის პერიოდებს ერთმანეთს ადარებს და აცხადებს, რომ თუ აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში ტრამპი გაიმარჯვებს უკრაინაში ომი 6 თვის ადრე დასრულდება. ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ რაც უფრო მალე დასრულდება უკრაინაში ომი, მით უკეთესი იქნება საქართველო-ამერიკის ურთიერთობებისთვის. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.

„გეტყვით რა თვალსაზრისით არის უშუალოდ ტრამპის ფაქტორი მნიშვნელოვანი. თქვენ იცით, რომ ტრამპი არის ის ერთადერთი პრეზიდენტი ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში, რომლის დროსაც აშშ-ს არცერთი ომი არ ჰქონია, ამ თვალსაზრისით არის სერიოზული მსგავსება ჩვენს ხელისუფლებასა და დონალდ ტრამპის მმართველობას შორის. ვფიქრობთ, იმ შემთხვევაში, თუ ტრამპი მოიგებს არჩევნებს, უკრაინაში ომი უფრო ადრე დასრულდება, ვიდრე სხვა შემთხვევაში, დაახლოებით ნახევარ წლით ადრე. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ტრამპის გამარჯვების შემთხვევაში, ომი იანვრისთვის დასრულდება, თუ პროცესები სხვაგვარად განვითარდა, ამ შემთხვევაში, დაახლოებით 6 თვით შეიძლება გადაიწიოს ომის დასრულება. რაც უფრო ადრე დასრულდება ომი, მით უკეთესი მთლიანად რეგიონში ვითარების გაჯანსაღებისთვის და მით უკეთესი ქართულ-ამერიკული ურთიერთობებისთვის. ამ კუთხით არის ჩვენთვის საინტერესო ეს ფაქტორი, მაგრამ ასეც და ისეც დარწმუნებული ვარ, რომ მომავალ წელს უკრაინაში ომი დასრულდება, რაც არის აუცილებელი პირობა იმისთვის, რომ ერთი - გაჯანსაღდეს რეგიონში ვითარება და მეორე, გაჯანსაღდეს „ქართულ-ამერიკული ურთიერთობები“, - განაცხადა კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის წევრმა, მაიკ ტერნერმა და სენატორმა ჯინ შაჰინმა გამართულ პრესკონფერენციაზე გუშინ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრისა და საქართველო აშშ-ის ურთიერთობების შესახებ ისაუბრეს. კითხვაზე - შეიცვლება თუ არა აშშ-ის პოლიტიკა ადმინისტრაციის ცვლილების შემთხვევაში, სენატორი შაჰინი პასუხობს, რომ ამერიკის პოლიტიკა თანმიმდევრულია და ის საქართველოში დემოკრატიული ძალისხმევის მხარდაჭერას გულისხმობს და ეს პოლიტიკა უცვლელია განურჩევლად იმისა აშშ-ს დემოკრატიული თუ რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტი ჰყავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები