მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Ray-Ban-ის გაყიდვები პირველ კვარტალში 14.3%-ით გაიზარდა

6093f81512dbc
ნათია თაქთაქიშვილი
06.05.21 23:00
423
Ray-Ban-ის მფლობელი კომპანია EssilorLuxottica პირველ კვარტალში გაყიდვების 14.3%-იანი ზრდის შესახებ აცხადებს. კომპანიის ვარაუდით, მათი გაყიდვები პანდემიამდელ მდგომარეობას მიმდინარე წელს დაუბრუნდება. ამის შესახებ Reuters-ი წერს.

კომპანიის განმარტებით, მათი პოზიტიური პროგნოზები ჩინეთის და აშშ-ის ბაზრებზე შექმნილმა დადებითმა მდგომარეობამ განაპირობა, მას შემდეგ რაც კორონავირუსის გამო დაწესებული რეგულაციების შემსუბუქება დაიწყო.

აღსანიშნავია, რომ პირველ კვარტალში კომპანიის შემოსავალმა 4.06 მილიარდი ევრო შეადგინა, რაც 14.3%-იანი ზრდაა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. თუმცა, როგორც EssilorLuxottica აცხადებს, აშშ-ში და აზიაში გამოვლენილი პოზიტიური ტენდენციის მიუხედავად, მდგომარეობა მათთვის ჯერ ისევ რთულია ისეთ პერსპექტიულ ბაზარზე, როგორიც ბრაზილიაა.

„ამჟამინდელი მდგომარეობა ბრაზილიაში ჯერ კიდევ გამოწვევებით არის სავსე, თუმცა არის ნაადრევი ოპტიმიზმის ნიშნები“, - განაცხადა კომპანიის ფინანსურმა დირექტორმა სტეფანო გრასიმ.

გამოცემა წერს, რომ გარდა Ray-Ban-ის წარმოებისა, EssilorLuxottica აქტიურად თანამშრომლობს მსოფლიოს ისეთ წამყვან ბრენდებთან, როგორიცაა Chanel-ი, Prada და Versace. კომპანია მათთვის მზის სათვალეების და ჩვეულებრივი სათვალეების ჩარჩოებს ამზადებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები