მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რაზე ესაუბრა ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს მდივანს?

ალან ბერსე
04.05.26 16:26
295

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს ალენ ბერსეს შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციის გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და ევროპის საბჭოს შორის არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობაზე.

"მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ხელისუფლების მზადყოფნა დიალოგისთვის და როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივვ ფორმატებში კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის.

ქართულმა მხარემ შეშფოთება გამოხატა საერთაშორისო მექანიზმების პოლიტიკურად მოტივირებული მიზნებით გამოყენების მზარდ ტენდენციაზე და იმედი გამოთქვა, რომ ეს პრაქტიკა შეიცვლება.

ხაზგასმით აღინიშნა საქართველოს მთავრობის ერთგულება ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვის, დემოკრატიული რეფორმების განხორციელებისა და კანონის უზენაესობის უზრუნველყოფისადმი", - აცხადებენ მთავრობის ადმინისტრაციაში.

შეხვედრას საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი დაესწრნენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები