საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს მინისტრთა კაბინეტის სხდომა გაიმართება. ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებულ 14 საკითხს განიხილავენ:
საქართველოს კანონის პროექტი „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და მისგან გამომდინარე კანონპროექტები.
მომხსენებელი: ლ. ხუციშვილი
საქართველოს კანონის პროექტი „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და მისგან გამომდინარე კანონპროექტები.
მომხსენებელი: ლ. ხუციშვილი
საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ”
მომხსენებელი: ი. ქარსელაძე
საქართველოს კანონის პროექტი „რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ“ და მისგან გამომდინარე კანონპროექტები.
მომხსენებელი: ო. შამუგია
საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი ,,საქართველოს მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების 2021-2025 წლების სტრატეგიის 2023-2025 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ”.
მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი
საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის ფორმით პრივატიზების შესახებ“.
მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი
საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი "სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ვიზა ეს-ლაინისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ” მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი "სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ფ/პ შალვა კიკვაძისათვის იჯარის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ”.
მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი
საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირობებიანი აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ინფორმაციის მოწონებისა და მისთვის თანხმობის მიცემის თაობაზე“.
მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი
საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი "საქართველოს მთავრობასა და შპს "არჯი ენერჯის’’ შორის „არჯი ენერჯი“ ქარის ელექტროსადგურის შესახებ დასადები ხელშეკრულების თაობაზე”.
მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი
საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი "საგადასახადო შეთანხმებების გაფორმების შესახებ“.
მომხსენებელი: ლ. ხუციშვილი
საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი "შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიასა“ და ერთობლივ საწარმოს - YDA Insaat Sanayi Ve Ticaret Anonim Sirketi & Ardem Yapi Gayrimenkul Insaat Taahut Akar. Mad. Tic. A.S.-ს შორის გასაფორმებელი ხელშეკრულების შესახებ”.
მომხსენებელი: ი. ქარსელაძე




























