საქართველოს მთავრობა დღეს 13 საკითხზე იმსჯელებს. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, მინისტრთა კაბინეტი დღეს 14:00 საათზე შეიკრიბება. დღის წესრიგი კი ასეთია:
1. საქართველოს კანონის პროექტი „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“
მომხსენებელი: გ. ამილახვარი
2. საქართველოს კანონების პროექტები „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილ
ების შეტანის თაობაზე” და „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”
მომხსენებელი: გ. ამილახვარი
3. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ვერტექსისათვის“ აღნაგობის უფლებით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ”
მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი
4. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „პალიასტომი - 2004“ - ისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ”
მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი
5. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ტაბა კაპიტალი 2023“-ისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ”
მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი
6. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,საქართველოს მთავრობას, შპს „ენთელს“, სს
,,ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს’’, სს ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას’’, სს „გაერთიანებულ ენერგეტიკულ სისტემა საქრუსენერგოს’’ და შპს „ენერგოტრანსს“ შორის „ჭიორა ჰესის“ ჰიდროელექტროსადგურის შესახებ 2017 წლის 6 ნოემბერს
დადებულ ურთიერთგაგების მემორანდუმში ცვლილების შეტანის თაობაზე”
მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი
7. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,საქართველოს მთავრობასა და შპს ,,მწვანე ენერგიის ჯგუფს’’ შორის ,,მუხრა ჰესის’’ ელექტროსადგურის შესახებ დასადები ხელშეკრულების თაობაზე“
მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი
8. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,საქართველოს მთავრობასა და შპს ,,მატრიცას’’ შორის ,,ხაშურის მზის’’ ელექტროსადგურის შესახებ დასადები ხელშეკრულების თაობაზე“
მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი
9. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,საქართველოს მთავრობას და შპს „ქიზიყის მზეს“ შორის „ილიაწმინდას მზის ელექტროსადგურის “ შესახებ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ”
მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი
10. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,საქართველოს მთავრობას და შპს „ალაზნის მზეს“ შორის „ელდარის მზის ელექტროსადგურის’’ შესახებ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“
მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი
11. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,საქართველოს მთავრობას და შპს „ალაზნის მზეს“ შორის „ვარდისუბნის მზის ელექტროსადგურის’’ შესახებ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ”
მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი
12. საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი ,,საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო
დაწესებულებაში ფინანსური დავალიანების მქონე სტატუსშეჩერებული სტუდენტების სწავლის ხელშეწყობის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ”
მომხსენებელი: გ. ამილახვარი
13. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,საქართველოში ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების რისკების შეფასების ანგარიშის დამტკიცების თაობაზე”
მომხსენებელი: ვ. ხასაშვილი