მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რაზე იმსჯელებს მთავრობა დღევანდელ სხდომაზე - ექვსი საკითხი

62c2b58e06ea9
თელარა გელანტია
04.07.22 13:39
686
14:00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის სხდომა გაიმართება.

სხდომის დაწყების წინ პრემიერ-მინისტრი განცხადებას არ გააკეთებს.

რამდენიმე წუთის წინ მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნდა სხდომის დღის წესრიგი, რომელიც ექვს საკითხს მოიცავს.

1. საქართველოს კანონის პროექტები „მიკრო ბანკების საქმიანობის შესახებ“ და მისგან გამომდინარე კანონპროექტები;
2. საქართველოს კანონის პროექტი „სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”;
3. საქართველოს კანონის პროექტი „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”;
4. საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტები ,,საქართველოს 2022-2025 წლების საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიის და მისი 2022-2023 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების თაობაზე“ ,,საგზაო უსაფრთხოების უწყებათაშორისი კომისიის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების თაობაზე”;
5. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,შპს „სთოუნ ეიჯ დეველოპმენტ გრუპის“ (ს/კ 438117994) სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე”;
6. საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი „გარემოსთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებისთვის პასუხისმგებელი პირის მიერ მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების განსაზღვრის კრიტერიუმებისა და მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმის შედგენის წესის“ დამტკიცების შესახებ”.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები