მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რაზე ისაუბრა ირაკლი კობახიძემ Aqualia-სა და GWP-ის წარმომადგენლებთან?

GWP

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე Aqualia-სა და GWP-ის წარმომადგენლებს შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციის გავრცელებული ინფორმაციით, განიხილეს წყლის რესურსების სტრატეგიული მართვის და სახელმწიფოს მიერ ბუნებრივი რესურსის ეფექტურად გამოყენების საკითხები.

"ხაზგასმით აღინიშნა 24 - საათიანი წყალმომარაგების უზრუნველყოფის აუცილებლობა და ამ მიზნის მისაღწევად არსებული გამოწვევების დაძლევის საჭიროება.

განიხილეს ინფრასტრუქტურის ფუნდამენტური განახლების მნიშვნელობა, მათ შორის, მოძველებული წყალმომარაგების სისტემის შეცვლის, ახალი გამწმენდი ნაგებობების მშენებლობისა და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის საკითხები.

პრემიერ-მინისტრმა Aqualia-ს წარმომადგენლებს განხორციელებული ინვესტიციისთვის მადლობა გადაუხადა და სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერა აღუთქვა", - ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები