მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

წყლის მიწოდებაზე წარმოება 506 განაცხადზე დაიწყო, აქედან 499 სახელმწიფო კომპანიას და GWP-ის ეხებოდა|ენერგოომბუდსმენის ანგარიში

ენერგოომბუდსმენი

ენერგოომბუდსმენის სამსახურმა 2025 წლის საქმიანობის ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად, წყლისა და წყალარინების სექტორში არსებულ ვითარებასაც აფასებს.

ანგარიშის მიხედვით, მომხმარებელთა მთავარ პრობლემად კვლავ გაუმართავი ინფრასტრუქტურა და წყლის ხშირი წყვეტა რჩება.

გასულ წელს ენერგოომბუდსმენის აპარატმა სასმელი წყლის და წყალარინების 506 სადავო საკითხზე დაიწყო წარმოება.

სტატისტიკურად ყველაზე მეტი პრეტენზია მომხმარებლებს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ მიმართ ჰქონდათ (313 განცხადება), მას მოჰყვება „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ 186 საჩივრით.

ლიცენზიატი კომპანიების მიხედვით რეგისტრირებული განცხადებების რაოდენობა ასე გადანაწილდა:

  • შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“ – 313;
  • შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ – 186;
  • შპს „ბათუმის წყალი“ - 5;
  • შპს „ქობულეთის წყალი“ – 1;
  • შპს „მარნეულის სოფწყალი“ – 1;

მიუხედავად ინფრასტრუქტურული გამოწვევებისა, სექტორში მომხმარებელთა რაოდენობა იზრდება. 2025 წელს ბაზარს 8 ათასზე მეტი ახალი აბონენტი დაემატა.

ენერგოომბუდსმენის სამსახურმა წლიურ ანგარიშში ასახვის მიზნით, ასევე გამოითხოვა ლიცენზიატი
კომპანიებიდან ინფორმაცია მომსახურების წყვეტების (გეგმური და არაგეგმური) რაოდენობისა
და მათი ძირითადი გამომწვევი მიზეზების შესახებ.

წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით, წყლის შეწყვეტის სტატისტიკა ასეთია:

  • „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“ - 2025 წლის განმავლობაში დაფიქსირდა სასმელი წყლის მიწოდების 2 977 წყვეტის ფაქტი. მათ შორის გეგმური წყვეტა - 330, არაგეგმური წყვეტა - 2 647;
  • შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ - 2025 წლის განმავლობაში დაფიქსირდა სასმელი წყლის მიწოდების 6,818 წყვეტა. მათ შორის გეგმური წყვეტა - 366, არაგეგმური წყვეტა -6452;
  • შპს „ბათუმის წყალი“ საანგარიშო წელს დაფიქსირდა 573 წყვეტა. მათ შორის გეგმური წყვეტა - 14, არაგეგმური წყვეტა -559. არაგეგმური წყვეტების ძირითადი მიზეზებია მილის დაზიანებები და უხვი ნალექებით გამოწვეული წყალმომარაგების დროებითი შეჩერება.
  • შპს „ქობულეთის წყალი“- ქობულეთის ნაწილს სამჯერ შეუწყდა წყალმომარაგება (ორი შემთხვევა მილსადენის მექანიკური დაზიანების გამო; ერთხელ - სათავე ნაგებობას არ მიეწოდებოდა ელექტროენერგია);
  • შპს „მარნეულის სოფწყალი“ 190 წყვეტა, რაც გამოწვეული იყო მილსადენებზე ავარიული
    დაზიანებებითა და ელექტროენერგიის მომარაგების შეწყვეტით;
  • შპს „საგარეჯო“ - 6 წყვეტა (არაგეგმური);
  • შპს „საჩხერის წყალკანალი“ 100 წყვეტა, გეგმური წყვეტა იყო 4, ხოლო არაგეგმური წყვეტა -
    96;
  • შპს „სოგური” - არ დაფიქსირებულა წყვეტა;

ანგარიშის მიხედვით, 2025 წლის მანძილზე ენერგოომბუდსმენის სამსახურში დაფიქსირდა დაზიანებული წყალარინების (საკანალიზაციო) ქსელთან დაკავშირებული პრობლემები, მომხმარებლები ძირითადად ითხოვდნენ დაზიანების დროულად აღმოფხვრას.

"საკითხის შესწავლის მიზნით, ლიცენზიატი კომპანიებიდან გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რამდენი შეტყობინება/განცხადება დაფიქსირდა საანგარიშო წლის განმავლობაში წყალარინების ქსელის გაუმართაობასთან დაკავშირებით. ყოველწლიური სტატისტიკა გვიჩვენებს, რომ დაზიანებების რაოდენობა მრავლად არის და მისი კლების ტენდენცია არ შეინიშნება", - წერია ანგარიშში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები