საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ერთდღიანი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში სომხეთის პრემიერ-მინისტრს ნიკოლ ფაშინიანის შეხვდა.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს მთავრობის წევრებთან ერთად, სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის მიწვევით ერთდღიანი სამუშაო ვიზიტით სომხეთში იმყოფება.
"პრემიერებს შორის სამუშაო შეხვედრა ქალაქ დილიჟანში გაიმართა, სადაც კოლეგებმა საქართველო-სომხეთს შორის არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობები, კერძოდ ორ ქვეყანას შორის არსებული სავაჭრო-ეკონომიკური, სატრანსპორტო, ლოგისტიკისა და კულტურის სფეროში ნაყოფიერი თანამშრომლობა მიმოიხილეს.
მხარეებმა საუბრისას ყურადღება რეგიონში არსებულ ვითარებას და არსებულ გამოწვევებთან გასამკლავებლად ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობას დაუთმეს. ასევე ორ ქვეყანას შორის სამომავლო თანამშრომლობაზე და არსებული მჭიდრო და მეგობრული ურთიერთობის გაღრმავებაზე მზადყოფნა გამოითქვეს". ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.




























