მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„რაზე ოცნებობენ ანდროიდები“ - ინოვაციების და ტექნოლოგიების გამოფენა ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში

მეცნიერებისა და ტექნოლოგიების პოპულარიზაცია თანამედროვე საზოგადოების განვითარების ფუნდამენტია, სადაც საგანმანათლებლო ინსტიტუციებს განსაკუთრებული როლი აკისრიათ. ამ მიმართულებით ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა, რომელიც წელს უკვე 20 წლის იუბილეს აღნიშნავს, მუდმივად ინოვაციების ეპიცენტრშია. 2006 წლიდან ორგანიზაცია უწყვეტად მუშაობს მასალების გაციფრულებასა და შენახვაზე, თუმცა ბიბლიოთეკის მისია მხოლოდ არქივით არ შემოიფარგლება. მეცნიერების თვის ფარგლებში, 10 ნოემბერს ბრუნდება ტრადიციული და ერთ-ერთი მასშტაბური გამოფენა - „რაზე ოცნებობენ ანდროიდები“. ექსპოზიცია რობოტებს, დრონებს, ჰუმანოიდებსა და უახლეს ტექნოლოგიურ პროტოტიპებს აერთიანებს, რითაც საიუბილეო ღონისძიებების ციკლს ხსნის. რა გამოწვევები ახლავს სამეცნიერო ფონდების გაციფრულებას და რა როლს ასრულებს მსგავსი ტექნოლოგიური გამოფენები ახალგაზრდების დაინტერესებაში?

სტუმრები: ნინო პავლიაშვილი - “ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის” დირექტორი

თამთა ქარქაშაძე - “ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის” PR მენეჯერი.

#ქალებისნარატივი ლიკა მეგუთნიშვილთან ერთად

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები