მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რაზეა დამოკიდებული პუტინის შეჩერება? - გიორგი რუხაძის მოსაზრება

6218a4bcca638
ინგა მურუსიძე
25.02.22 16:00
202
"პუტინის შეჩერება დამოკიდებულია უკრაინის არმიის და ხელისუფლების გამძლეობაზე და იმაზე, თუ როგორ გაუძლებს ამას საზოგადოება", - ამის შესახებ სტრატეგიული ანალიზის ცენტრის (GSAC) თანადამფუძნებელმა გიორგი რუხაძემ BMG-ს გადაცემა "ანალიტიკას“ ეთერში რუსეთ-უკრაინის ომის თემაზე საუბრისას განაცხადა.

ამასთან, ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ დასავლეთი ომში ვერ ჩაერთვება, თუმცა უკრაინას იარაღი უნდა მიაწოდოს.

„პუტინის შეჩერება დღეს დამოკიდებულია რამდენიმე ფაქტორზე - რამდენად გამძლე იქნება უკრაინის არმია, უკრაინის ხელისუფლება, რომლის ჩამოშლაც დღეს ვლადიმერ პუტინისთვის მთავარი მიზანია და რაც მთავარია, საზოგადოება. თუ ხალხი იბრძოლებს, ეს ამბავი მარტივად ვერ დამთავრდება. იმედია, ასე არ იქნება; თუმცა შეიძლება კიევი დაეცეს, სხვა ქალაქები, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმ ამოცანის მიღწევას, რაც ვლადიმერ პუტინს სურს. სამხედრო ოპერაციას ვერ შეაჩერებ ეკონომიკური სანქციებით - ეს არის ანა-ბანა", - განაცხადა მან.

ამასთან, გიორგი რუხაძის თქმით, ეკონომიკურ სანქციებს აზრი აქვს და ამას გრძელვადიან პერსპექტივაში დამანგრეველი ეფექტი შეიძლება ჰქონდეს კიდეც რუსეთისთვის.

"შეიძლება, სანქციებს რუსეთის ეკონომიკისთვის დამანგრეველი ეფექტი ჰქონდეს, მაგრამ აქ არის სხვა მაგალითები - ირანი დიდი ხანია ამოღებულია სვიფტიდან, იზილირებულია სრულად, თუმცა როგორც ქვეყანა, ფუნქციონირებას აგრძელებს. რუსეთი ირანზე ბევრად ინტეგრირებულია ცივილიზებულ სამყაროსთან, თუმცა თეორიულად მგონია, რომ რუსეთს შეუძლია იარსებოს დიდხანს, როგორი იზოლირებაც არ უნდა მოუწყოს დასავლეთმა.ვფიქრობ, რომ დასავლეთი დგას სწორ გზაზე, უბრალოდ, დაგვიანებულია. სანქციები, რომელიც ახლა დაწესდა და კიდევ გაგრძელდება, მიუხედავად იმისა, რამდენი ხანი გაგრძელდება სამხდრო აგრესია, იმ მდგომარეობაში, რომელშიც იყო, რუსეთი კარგა ხანს ვეღარ იქნება“, - განაცხადა გიორგი რუხაძემ.

გარდა ამისა, ის კიევში სტაბილურობისთვის მნიშვნელოვნად მიიჩნევს მსოფლიო ლიდერების ჩასვლას უკრაინაში, ისე როგორც ეს მოხდა საქართველოში 2008 წელს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები