მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რძის პროდუქტების მოხმარება საქართველოში - წელიწადში 204 კგ (ერთ ადამიანზე)

გასულ კვირაში სურსათის ეროვნულ სააგენტოში (სეს) რძის მწარმოებელ ბიზნესოპერატორებთან და ასოციაციების წარმომადგენელთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა. მთავრობის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაზე, რომელშიც სექტორის 40-მდე წარმომადგენელი მონაწილეობდა, ხაზი გაესვა ბიზნესოპერატორისა და სააგენტოს ვალდებულებებს, თანამშრომლობასა და საერთო ძალისხმევას, რაც უზრუნველყოფს სარეალიზაციო ქსელში განთავსებული რძისა და რძის პროდუქტების უვნებლობასა და საიმედოობას. სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ზურაბ ჩეკურაშვილმა ყურადღება კონტროლის მექანიზმებზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ მიმდინარე 2025 წელს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ რძისა და რძის მწარმოებელ კომპანიებსა და სარეალიზაციო ობიექტებში 4786 სახელმწიფო კონტროლი განახორციელა; დარღვევების მაჩვენებელმა, აპრილის მონაცემებით, 3,3% შეადგინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები