მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რეაბილიტირებულ გამზირებზე უძრავი ქონების ფასის ზრდა მოკლევადიანია – "რემაქს კაპიტალი"

5f84871134ee8
ანუკა ჯოხაძე
12.10.20 21:41
1756
თბილისში, რეაბილიტირებულ გამზირებზე უძრავი ქონების ფასის ზრდას მოკლევადიანი ეფექტი აქვს, – ამის შესახებ "რემაქს კაპიტალის" მმართველმა პარტნიორმა მარიამ ასათიანმა განაცხადა. ასათიანი ამბობს, რომ ხშირად რეაბილიტირებულ გამზირებზე უძრავი ქონების ფასი 200-300%-ითაც იზრდება. მისივე განმარტებით, აუცილებელია რეაბილიტაციის შემდეგ სახელწიფოს მხრიდან გამზირების სტრატეგიული განვითარება და პოზიციონირება მოხდეს. ეს კი იმისთვის, რომ შესაბამისი ეკონომიკური ეფექტი მივიღოთ.

“გვახსოვს უბნები, რომლებიც საკმაოდ პომპეზურად იხსნება და ძალიან ხშირად ახლავს სახელმწიფო მოხელეების განცხადებები ძვირადღირებული, მოთხოვნადი ახალი ლიკაციების შექმნის შესახებ. რაც მესაკუთრეების მოლოდინებს მაღლა წევს და მაღალი ფასის დამკვიდრებას უწყობს ხელს. შემდეგ რასაც ჩვენ ვაკვირდებით, ხშირად არ ნარჩუნდება ეს ფასი, რადგან მსგავს ლოკაციებზე ხშირი არის სხვადახვა ფართების გაქირავების ფაქტები, ისინი ურთიერთკონკურენციაში შედიან ერთმანეთთან და აქედან გამომდინარე ძალიან ხშირად კონკურენციის გამო ესა თუ ის უბანი იმკვიდრებს ადგილს თბილისის ტურისტულ ცხოვრებაში, რის შემდეგად ფასი კორექტირდება.

ძალიან მნიშნელოვანია ღირებულების მატების თვალსაზრისით არამხოლოდ რეაბილიტაცია უბნების, ასევე საფიქრალია იმაზე, რომ მოხდეს ამ უბნების პოზიციონირება, სტრატეგიის შექმნა და შემდეგ სწორად დატვირთვა. ეს ცალკეულ მესაკუთრეებს არ შეუძლიათ, ეს ისევ სახელმწიფოს ორგანიზებული ძალისხმევით უნდა მოხდეს და ძალიან სასიამოვნო იქნება თუ ამ პროცესში სახელმწიფო უძრავი ქონების მართვის კომპანიებსაც ჩართავს", -ამბობს "რემაქს კაპიტალის" მმართველი პარტნიორი მარიამ ასათიანი.

ცნობისთვის, ბოლო წლების განმავლობაში თბილისში რამდენიმე გამზირის რეაბილიტაცია განხორციელდა. მათ შორის ჭავჭავაძის, პეკინის და აღმაშენებლის გამზირების. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები