ქვეყანა, რომელიც ერთიანდება ნებისმიერ ეკონომიკურ კავშირში, უნდა იყოს ეკონომიკურად მდგრადი და წელში გამართული ყველა მიმართულებით - ამის შესახებ "რუსთავი 2-ის" ეთერში, გადაცემა "დებატებში" ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.
მისი ტქმით, ევროკავშირში გაწევრიანებამდე საქართველო უნდა იყოს ეკონომიკურად მდგრადი და მზად, 2030 წლისთვის რეალისტურად მიაღწიოს წევრობას.
"როდესაც ევროკავშირზე გვაქვს საუბარი, ერთ-ერთი ყველაზე მთავარი და მამოძრავებელია ეს ეკონომიკური კავშირი. ქვეყანა ეკონომიკურად მდგრადი უნდა იყოს და წელში გამართული ყველა მიმართულებით. ჩვენ ყველაზე მზად ვართ, ჩვენი ქვეყნის მასშტაბებიდან გამომდინარე კანდიდატის სტატუსის წევრ ქვეყნებთან მიმართებით. ამას არაერთი კვლევა და ციფრები ადასტურებს. 2030 წლისთვის, როდესაც თვითონ დაანონსებული აქვს გაფართოება და როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ასოცირების ხელშეკრულებიდან და მათი შესრულებიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ყველაზე მზად ვიქნებით და რეალისტურია 2030 წელს, რომ შევიდეთ, გავხდეთ ამ კავშირის წევრი, მათ შორის პირველ რიგში ეკონომიკურად, მთავარი თემა არის ერთი, რომ ჩვენ გავითვალისწინოთ როგორც ჩვენი ძირითადი ეკონომიკური მიმართულებები - ღვინოზე, ტურიზმზე იყო საუბარი, ჩვენი გეოგრაფიული მდგომარეობა, რომ ეკონომიკურად, როდესაც მივა კავშირში საქმე და დაიწყება უკვე ამ თემის გავლა, რა შეიძლება მოექცეს მათი რეგულაციის ქვეშ და რა შეიძლება ჩვენთვის იყოს პრიორიტეტი, ამისთვის ჩვენ უნდა ვიყოთ მზად და მდგრადად, უნდა შეგვეძლოს თქმა, რომ ჩვენთვის ღვინო, ტურიზმი პრიორიტეტია, გეოგრაფიული მდგომარეობა და ის კარიბჭე, რაც არის აზიასა და ევროპას შორის, ეს უნდა გამოვიყენოთ და უნდა გვქონდეს სავაჭროდ სწორად ნებისმიერ კავშირში, ამ შემთხვევაში ევროკავშირში", - აცხადებს ირაკლი კირცხალია.




























