მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Red Lobster-მა თავი ბანკროტად გამოაცხადა - რა მოუვიდა რესტორნების ქსელს?

Red Lobster

ამერიკის შეერთებული შტატების ზღვის პროდუქტების რესტორნების უდიდესმა ქსელმა, Red Lobster-მა თავი ბანკროტად გამოაცხადა. კომპანიის რამდენიმე რესტორანი უკვე დაიკეტა, ხოლო ინვენტარი, რომელსაც ფილიალებში იყენებდნენ აუქციონზე გაიყიდა, მაგრამ აშშ-ში და კანადაში არსებული 580-მდე ფილიალი მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს. თუმცა ეს დროებითი გადაწყვეტილებაა, რადგან კომპანია მის საკუთრებაში არსებული ყველა აქტივის გაყიდვას გეგმავს.

რესტორნების ქსელის გაკოტრება, დიდწილად, კომპანიაში ბოლო დროს მიღებული არაერთ ცუდ გადაწყვეტილებას უკავშირდება, მათ შორის $20-იან მენიუს შემოღებას, რომლითაც ადამიანს იმდენი კრევეტი მოსდიოდა, რამდენის ჭამა შეეძლო. მას შემდეგ, კომპანიის გენერალური დირექტორად ჯონათან ტიბუსი დაინიშნა, რომელიც კორპორაციული რესტრუქტურიზაციის ექსპერტად მიიჩნევა. როგორც ტიბუსი სასამართლოსთვის წარდგენილ დოკუმენტებში წერს, Red Lobster-ის გამოწვევებს შორის ვხვდებით, როგორც რთულ მაკროეკონომიკურ გარემოს, ასევე სარესტორნო ბიზნესში გაზრდილ კონკურენციას.

Red Lobster-ი 1968 წელს დაფუძნდა, ხოლო განსაკუთრებულ პოპულარობას 1980-1990-იან წლებში მიაღწია, რადგან ამერიკელთა დიდმა ნაწილმა ლობსტერი პირველად სწორედ ამ რესტორანში გასინჯა. თუმცა ბოლო პერიოდში, ბაზარზე ბევრი უფრო გამართული და, რაც მთავარია, იაფი ალტერნატივა გაჩნდა და Red Lobster-მა კონკურენციას ვერ გაუძლო. ბოლო წლებში, Red Lobster-ის მაჟორიტარი აქციონერი Thai Union Group-ი იყო და გაკოტრებაში ბრალი, დიდწილად, სწორედ ამ კომპანიას ედება.

თუ Red Lobster-ის გაკოტრებას ფუნდამენტური მიზეზები ჰქონდა, ამ გადაწყვეტილებამდე კომპანია მარკეტინგულმა ფიასკომ მიიყვანა. Red Lobster-ის მენიუში $20-იანი შემოთავაზება გამოჩნდა, რომელიც მომხმარებელს იმდენ კრევეტს ჰპირდებოდა, რამდენიც შეეძლო რომ ეჭამა. Red Lobster-ის მესვეურებს გაანალიზებული ჰქონდათ, რომ კონკრეტულად ეს გადაწყვეტილება წაგებიანი იქნებოდა, მაგრამ მისი მიზანი - რესტორანში რაც შეიძლება მეტი კლიენტის შემოყვანა იყო, რაც არ მოხდა. შედეგად, ადამიანები კრევეტების უსასრულო ულუფების ჭამაზე გადავიდნენ, რამაც Red Lobster-ი გაკოტრებამდე მიიყვანა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები