Red Wings-ი ბათუმის მიმართულებით სამ ახალ რეისს ამატებს. რუსულმა ავიაკომპანია „აზიმუტმა“ მანამდე მოსკოვი-ქუთაისი-მოსკოვის მარშრუტზე რეისებიც დააანონსა.
ახალი რეისების დამატების შემდეგ, Red Wings-ის პირდაპირი ფრენები ბათუმში რუსეთის შვიდი ქალაქიდან შესრულდება.
რაც შეეხება კონკრეტულ მიმართულებებს:
- ავიაკომპანიის ოფიციალური გვერდის მიხედვით, სოჭი-ბათუმი-სოჭის მიმართულებით ავიარეისებზე ბილეთების გაყიდვა 2024 წლის 22 ივნისიდან 26 ოქტომბრის პერიოდშია გახსნილი. რეისები კვირაში ორჯერ - ოთხშაბათობით და შაბათობით შესრულდება.
- ყაზანი-ბათუმი-ყაზანის რეისზე ფრენა 2024 წლის 7 ივლისიდან და 13 ოქტომბრამდე შესრულდება კვირაში ერთხელ კვირაობით.
- უფა-ბათუმი-უფას მიმართულებით ხუთშაბათობით იფრენს 2024 წლის 4 ივლისიდან 29 აგვისტოს ჩათვლით.
აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ზაფხულის აქტიურ სეზონზე დაგეგმილია 13 600 რეისი, აქედან 2 480 ევროპის მიმართულებით (მთლიანი ფრენების 18%), ხოლო რუსეთის მიმართულებით 1 761 რეისი (13%).