რუსულმა ავიაკომპანიამ Red wings-მა რუსეთის სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიმართა საქართველოში დამატებითი რეისების შესრულებაზე. "როსავიაციის" საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, რუსულ ავიაკომპანიას თბილისიდან დამატებით ექვსი ქალაქიდან უნდა ფრენები.
ეს ქალაქებია:
- ომსკი;
- ვოლგოგრადი;
- იჟევსკი;
- კრასნოიარსკი;
- სარატოვი;
- სურგუტი;
ბათუმის მიმართულებით ავიაკომპანიის განაცხადში 17 ქალაქია:
- ასტრახანი;
- ჩერეპოვეცი;
- ჩებოქსარი;
- ულიანოვსკი;
- სიქტივკარი;
- სურგუტი;
- სტავროპოლი;
- ორენბურგი;
- ომსკი;
- ნიჟნეკამსკი;
- კალინინგრადი;
- ირკუტსკი;
- იჟევსკი;
- ბარნაული;
- კრასნოიარსკი;
- ვოლგოგრადი;
- სარატოვი;
უნდა აღინიშნოს, რომ ეს განაცხადი არ ნიშნავს, რომ ამ ქალაქებიდან რუსული ავიაკომპანია ფრენებს შეასრულებს, ეს არის პროცედურა, რომლითაც კომპანია ფრენების შესრულებაზე მხოლოდ ინტერესს გამოხატავს. ამის შემდეგ ფრენების ნებართვაზე Red Wings-ს საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსთვის მიმართვა მოუწევს.






















