მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

#რედაქტ2: “აგრო 1959” - ბიზნესმენი გელა ხანიშვილი / 09.11.2023

გასულ კვირაში საინვესტიციო ბანკმა Galt & Taggart-მა აგროსექტორს საქართველოში სოფლის მეურნეობის ვრცელი მიმოხილვა წარუდგინა, სადაც მიმართულებების მიხედვით ქვეყანაში აგროპროდუქტების წარმოების, თვითუზრუნველყოფის, ექსპორტის და სხვა მონაცემებია წარმოდგენილი.

2022 წელს ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტში აგროსექტორს 7%-იანი წილი ეკავა. აგროსექტორის წილი ქვეყნის ეკონომიკაში 10-წლიან მინიმუმზეა და 2022 წელს 4.4 მლრდ ლარს შეადგენს. მიმოხილვის ავტორების შეფასებით, საქართველოში სოფლის მეურნეობის წილი ეკონომიკაში შესადარისი ქვეყნების მსგავსია.

Galt & Taggart-ში ამ მონაცემებს დადებითად აფასებენ - მათი შეფასებით დაბალშემოსავლიან ქვეყნებში სოფლის მეურნეობას მშპ-ში 25%-იანი წილი უკავია, დაბალი საშუალოშემოსავლიან ქვეყნებში - 15%-ზე მეტი, საშუალოშემოსავლიან ქვეყნებში - 9%, რომლებსაც საქართველო 7%-იანი წილით მოსდევთ. რაც შეეხება მსოფლიოს ეკონომიკას, ზოგადად სოფლის მეურნეობას მასში 4.3%-იანი წილი უკავია, მაღალშემოსავლიან ქვეყნების ეკონომიკაში კი აგროსექტორის წილი მხოლოდ 1.3%-ია.

მიმოხილვის ავტორები აცხადებენ, რომ დარგი შინამეურნეობების მაღალი წილით და მცირე ზომის მეურნეობებით ხასიათდება, რაც დაბალ მოსავლიანობაზე აისახება. ამასთან მოსავლიანობის გაზრდისათვის მასშტაბის ეკონომიის მისაღწევად ინვესტიციებთან ერთად საჭიროა საწარმოთა გამსხვილება, ტექნოლოგიების დანერგვა, აგრონომებისა და პროექტის მენეჯერების კვალიფიკაციის ამაღლება, ჯიშების სწორად შერჩევა და სხვ. Galt & Taggart-ში თვლიან, რომ სხვადასხვა სახელმწიფო და დონორების პროგრამების გათვალისწინებით სექტორის მიმზიდველობა მაღალია.

საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირებისთვის მთელ რიგ საკითხებთან ერთად კრიტიკულად მნიშვნელოვანია პროდუქტის სტაბილურად მაღალი ხარისხის შენარჩუნება. ამ კუთხით საჭიროა მოსავლის აღების შემდგომ პროდუქციის სწორად შენახვა, დასაწყობება და ხარისხის შენარჩუნება ტრანსპორტირებისას.

ინტერვიუერი: ვიქტორია მღებრიშვილი - BM.GE-ის რედაქტორი;

სტუმარი: გელა ხანიშვილი - “აგრო 1959”-ის მმართველი პარტნიორი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები