2022 წლის მონაცემებით საქართველოში 1,3% იყო იმ სავარგულების რაოდენობა, რომელიც გადასულია ბიოწარმოებაზე. 2023 წელს კი ეს მაჩვენებელი მცირედით გაზრდილია. პრობლემაა ქვეყანაში იმპორტირებული პრეპარატების ხარისხი. სპეციალისტების განცხადებით, საქართველოში ძირითადად რუსეთიდან ხვდება ისეთი ნივთიერებები, რომელიც განკუთვნილია ბიოწარმოებისთვის, თუმცა აქტიური ნივთიერება ვერ დგინდება. საქართველოს არ აქვს სახარბიელო შედეგები, სოფლის მეურნეობაში პესტიციდების გამოყენების მხრივ. აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან საქართველო 1 ჰექტარზე გამოყენებული პესტიციდების რაოდენობით მოწინავე პოზიციაზეა.
FAO-ს ბოლო შეფასებით, რომელიც 2021 წლის მონაცემებს მოიცავს, საქართველო 1 ჰექტარზე საშუალოდ 5,68 კილოგრამ პესტიციდს იყენებს. ეს მაჩვენებელი მსოფლიოში 2,26, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში კი 3,2 კილოგრამია.
მეზობელ სახელმწიფოებს თუ შევხედავთ, ყველაზე მდგრადი სოფლის მეურნეობა აზერბაიჯანს აქვს, სადაც პესტიციდების მოხმარება ჰექტარზე საშუალოდ 0,23 კილოგრამია.
ინტერვიუერი: ელენე გოგბერაშვილი - BMG-ის ჟურნალისტი;
სტუმარი: მარიამ ჯორჯაძე - ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია “ელკანას“ დირექტორი;


































