მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

#რედაქტ2: “გოცირიძეების მეღვინეობა” - როგორი იყო გასული წელი ქართული ღვინის ბიზნესისთვის?/18.01.2024

2023 წლის 11 თვეში საქართველოს საექსპორტო პროდუქტებს შორის ყურძნის ნატურალური ღვინოები მესამე ადგილზეა. ოფიციალური სტატისტიკით, წელს, ქვეყნიდან 239 მლნ დოლარის 83 ტონაზე ოდნავ მეტი ღვინო გაიყიდა. 2022 წელთან შედარებით ღვინის ღირებულება გაიზარდა, ხოლო მოცულობა შემცირდა.

ღვინის მთავარი საექსპორტო ქვეყანა, ტრადიციულად რუსეთია, რომელზეც ექსპორტის თითქმის 66% მოდის. წელს საქართველომ რუსულ ბაზარზე 157 მლნ დოლარის ღვინო გაყიდა. რაც შეეხება სხვა საექსპორტო ბაზრებს, ქართული ღვინო შემდეგ ქვეყნებში იყიდება: პოლონეთი, უკრაინა, ჩინეთი; ყაზახეთი; ბელარუსი, აშშ, გერმანია, ლატვია და ლიეტუვა.

როგორი იყო გასული წელი ქართული ღვინის ბიზნესისთვის, რა გამოწვევები აქვს სექტორს და შესაძლებლობები ბიომეურნეობის განვითარებას?

სტუმარი: ანდრო გოცირიძე - „გოცირიძის მეღვინეობის“ თანადამფუძნებელი;

ინტერვიუერი: ინგა მურუსიძე - BM.GE-ის რედაქტორი;