Galt & Taggart-ის მიმოხილვის მიხედვით, გასული 2022 წლის მონაცემებით, საქართველოში სულ 74 მილიონ 600 ათასი კილოგრამი ხორცი იწარმოვა და ქვეყანაში ხორცით თვითუზრუნველყოფის მაჩვენებელი მხოლოდ 49.9% იყო. მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ ყველაზე დიდი რაოდენობით ქვეყანაში ფრინველის ხორცი იწარმოება, რასაც შემდეგ საქონლის, ღორის და ცხვრის ხორცი მოჰყვება.
საგულისხმოა, რომ 2023 წლის ბოლოსთვის, მთავრობის ბოლო სხდომაზე გაცხადდა, რომ ქვეყანაში მესაქონლეობის განვითარებისთვის ახალი პროგრამა განხორციელდებოდა. სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, რომ ეს პროგრამა, ქვეყანაში თანამედროვე სტანდარტების მსხვილფეხა მეცხოველეობის მიმართულების ფერმების ჩამოყალიბებას და ფუნქციონირებას შეუწყობს ხელს.
ამასთან სოფლის მეურნეობის სამინისტროში ამბობენ, რომ პროგრამით კერძო სექტორს მაღალპროდუქტიული ჯიშების შეძენის და ფერმების სათანადო აღჭურვა-მოდერნიზაციის შესაძლებლობა ექნება. აღნიშნულის ფარგლებში, შეღავათიან აგროკრედიტს სამი ახალი ქვეკომპონენტი - მერძეული, მეხორცული, კომბინირებული მიმართულების, ასევე სანაშენე ფერმის სასუქი მსხვილფეხა პირუტყვის სადგომის მოწყობის და მსხვილფეხა პირუტყვის მცირე ფერმერული მეურნეობების დაფინანსება დაემატება.
როგორ აფასებენ ცვლილებებს დარგის წარმომადგენლები?
ინტერვიუერი: ვიქტორია მღებრიშვილი - BM.GE-ის რედაქტორი;
სტუმარი: ბექა გონაშვილი - ფერმერი, მეწარმე;