მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

#რედაქტ2: ინტერვიუ გიორგი ჩუგოშვილთან, Phubber-ის თანადამფუძნებელთან/ 25.01.2024

Phubber-ი ბაზარზე 2019 წლიდან გამოჩნდა და ქართველ მომხმარებელს ტანსაცმლის, ფეხსაცმლის და აქსესუარების ონლაინ ყიდვა-გაყიდვა შესთავაზა. “ფაბერი” დღეს საქართველოში, თუ მის საზღვრებს გარეთ ონლაინ შოპინგის მოყვარულებს ხარისხიან, ბრენდულ სამოსს სთავაზობს, რომლის ავთენტიფიკაციაზე და ხარისხის სტანდარტზე “ფაბერის” გუნდი მუშაობს. შეიძლება ვთქვათ, რომ პლატფორმის მთავარი თავისებურება საერთაშორისო ბრენდული ტანსაცმლის გადაყიდვაა, რაც ბოლო პერიოდის განმავლობაში, წარმოების მდგრადი მიზნებიდან გამომდინარე, გლობალურად მოდის სამყაროს მნიშვნელოვნად ტენდენციად იქცა.

სტარტაპი 4 წლის წინ 15 000 დოლარის ინვესტიციით ბიზნესპარტნიორებმა ანანო დოლაბერიძემ და გიორგი ჩუგოშვილმა დააფუძნეს და ის დღეისთვის უკვე 215 000-ზე მეტ მომხმარებელს აერთიანებს. დაფუძნებიდან მალევე “ფაბერმა” ქვეყნის ფარგლებს გარეთ გაფართოება დაიწყო და ქართული ბაზარზე დაგროვილი გამოცდილება პირველად უკრაინას გაუზიარა. თუმცა 2022 წელს უკრაინაში დაწყებულმა ომმა, სტარტაპის ბიზნეს გეგმა უკრაინასთან მიმართებით შეცვალა.

მიუხედავად ამისა “ფაბერს” ბაზარი არ დაუტოვებია და ოპერირებას დღესაც აგრძელებს. ბაზრების ექსპანსიის სტრატეგიაში შემდეგი ნაბიჯი სომხეთი და აზერბაიჯანი იყო, სადაც “ფაბერი” 2023 წელს შევიდა. ქართველი და საერთაშორისო ინვესტორების მხრიდან მოზიდული ინვესტიციითა და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს გრანტების საშუალებით, რამაც ჯამში მილიონ ნახევარი დოლარი შეადგინა, ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე განვითარების შედეგად სტარტაპის ღირებულებამ, დღეისთვის ათ მილიონ დოლარს გადააჭარბა. თუმცა დამფუძნებლები, ინვესტორებთან ერთად მიღწეულით არ კმაყოფილდებიან და ტექნოლოგიური სტარტაპის ზრდის გრძელვადიან სტრატეგიას სახავენ. გეგმის მიხედვით, “ფაბერი” შემდეგი 2 წლის განმავლობაში კიდევ 2 მილიონი დოლარის ინვესტირებას განახორციელებს. 2028 წლისთვის კი კომპანიის ბრუნვამ 86 მილიონს დოლარს უნდა გადააჭარბოს.

ინტერვიუერი: ვიქტორია მღებრიშვილი - BM.GE-ის რედაქტორი;

სტუმარი: გიორგი ჩუგოშვილი - Phubber-ის თანადამფუძნებელი;

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები