მიმდინარე წლის პირველ ნახევარში საქართველოდან ხილისა და ბოსტნეულის წვენების ექსპორტი გაიზარდა.
იანვარ-აგვისტოში ქვეყნიდან სხვადასხვა მიმართულებით 10 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების 9 ტონამდე ხილისა და ბოსტნეულის წვენების ექსპორტი განხორციელდა. აქვე გეტყვით, რომ ექსპორტის უდიდესი ნაწილი ადგილობრივი წარმოების წვენების რეალიზებაზე მოდის, რაც ალბათ ძალიან მისასალმებელია.
ოფიციალური სტატისტიკიდან ჩანს, რომ წლების მიხედვით მაჩვენებელი უმჯობესდება და წელს, 8 თვეში, უკვე რეკორდულია. წლის პირველ ნახევარში ამ დასახელების საქონლის ექსპორტის უდიდესი ნაწილი რუსეთის ბაზარზე მოდის. ამ მიმართულებით წვენების გადაზიდვების მაჩვენებელი გაორმაგდა. მეორე მთავარი საექსპორტო ბაზარი კი ამერიკაა, სადაც წვენების ექსპორტი ასევე გაზრდილია.
რამდენია წილი ექსპორტირებულ პროდუქტში კულას ნატურალური წვენების და არა მხოლოდ, ამაზე მის დამფუძნებელთან ვისაუბრებთ, თუმცა მანამდე თავად კულაზე. ივანე გოგლიძემ კულა 2009 წელს დააარსა. 2010 წლიდან კომპანია აქტიურად შეუდგა ხილისა და ბოსტნეულის კონსერვების წარმოებას და დაიწყო მურაბების, ჯემების, ტყემლების, საწებლების, მარინადების, ტომატ–პასტის, და სხვა სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოება.
2010 წლის ბოლოსთვის, კომპანია აწარმოებდა 150-ზე მეტი დასახელების პროდუქციას. დღეისთვის კი კულა 250 დასახელების საკონსერვო პროდუქციას აწარმოებს.
ამჟამად, კომპანია "კულას" ხუთი საწარმო აქვს, რომლებიც შიდა ქართლში მდებარეობს. აღსანიშნავია, რომ საკუთარი დისტრიბუციის საშუალებით კომპანიის პროდუქცია შესულია საქართველოს თითქმის ყველა სავაჭრო ქსელში. პროდუქცია წარმოდგენილია ყველა საფასო სეგმენტში და როგორც კულაში ამბობენ, ხელმისაწვდომია ნებისმიერი შემოსავლის მქონე მომხმარებლისათვის.
რამდენად მოთხოვნადია ქართული ნატურალური პროდუქცია როგორც ქართულ, ისე უცხოურ ბაზრებზე, რას ფიქრობს არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირებაზე, თავად რა ოდენობის პროდუქტის ჩაბარებას გეგმავს, რა გამოწვევები აქვს სექტორს?
ინტერვიუერი: ინგა მურუსიძე BMG-ის რედაქტორი;
სტუმარი: ივანე გოგლიძე - “კულას” დამფუძნებელი.