ზუსტად 60 დღეა 84 დეპუტატის მიერ მიღებული ე.წ. რუსული კანონი ძალაშია, ეს კი იმას ნიშნავს, რომ მომდევნო 30 დღის განმავლობაში, ყველა, ვინც უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციისთვის დადგენილ კრიტერიუმებს აკმაყოფილებს, იუსტიციის სამინისტროს ბაზაში უნდა დარეგისტრირდეს.
ორგანიზაციების დიდი ნაწილი ამას არ აპირებს და მეტიც, 400-სზე მეტმა მათგანმა კანონის ამოქმედების შეჩერება საკონსტუტუციო სასამართლოში მოითხოვა. საჩივარი აქვს დარეგისტრირებული საქართველოს პრეზიდენტსაც. ყველა მათგანი ე.წ. რუსული კანონის არაკონსტიტუციურობას აპროტესტებს. ე.წ. რუსული კანონის შესაძლო ნეგატიურ გავლენებზე საუბრობს ჩვენი დღევანდელი სტუმარი და ორგანიზაცია, რომელსაც ის წარმოადგენს.
ბიოლოგიურ მეცნიერებათა ასოციაცია “ელკანამ” რამდენიმე დღის წინ საკითხზე განცხადებაც გაავრცელა და აგროსექტორში მომუშავე დონორებსა და ორგანიზაციებს მიმართა. მიუხედავად კანონის მოქმედებისა, ელკანა აგროსექტორში მომუშავე დონორებსა და ორგანიზაციებს, საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობის თავისუფლების, სოფლის განვითარების, მცირე და აგროეკოლოგიური მეურნეების მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.
ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ ასოციაცია ყოველწლიურად გადის ფინანსურ აუდიტს საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე აუდიტორული კომპანიების მხრიდან და საჯაროდ აქვეყნებს თავისი საქმიანობისა და ფინანსურ ანგარიშებს, რომლებიც ხელმისაწვდომია ასოციაციის ვებგვერდზე. პათოსი საერთოა, კანონის ინიცირებიდან დღემდე ხელისუფლება არასამთავრობო ორგანიზაციების გაუმჭვირვალე საქმიანობაზე, ხოლო სამოქალაქო სექტორი ყოველწლიურად გამოქვეყნებულ ანგარიშგებებსა და დონორების წინაშე არსებულ, გამჭვირვალედ შესრულებულ ვალდებულებებზე საუბრობს.
რა პრობლემებს ქმნის ე.წ. რუსული კანონი, უკვე იკვეთება თუ არა თვალშისაცემი შეფერხებები ამა თუ იმ პროექტის დაფინანსებისას და რაშია გამოსავალი?
ინტერვიუერი: ინგა მურუსიძე - BMG-ის რედაქტორი;
სტუმარი: მარიამ ჯორჯაძე - ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია "ელკანას" დირექტორი;