მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

#რედაქტ2: ინტერვიუ მინდია საბანაძესთან - IG International-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარესთან / 07.12.2023

მინდია საბანაძე ერთ-ერთი მსხვილი ამერიკული, ჰოლდინგური კომპანია IG International-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეა, რომელსაც კერძო სექტორში სხვადასხვა მიმართულებით ბიზნესების მართვის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. IG International როგორც ქართულ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე ოპერირებს და ათასობით ადამიანს ასაქმებს.

ჰოლდინგური კომპანიის პორტფელი საქართველოში საკმაოდ დივერსიფიცირებულია უძრავი ქონების კომპანიებთან ერთად განათლების, ენერგეტიკის, სურსათის წარმოების და სხვა მიმართულებებს აერთიანებს; მათგან ერთ-ერთი ყველასთვის კარგად ცნობილი კომპანია “აი ჯი დეველოპმენტ ჯორჯიაა”, რომელიც დღეისთვის თბილისში ყველასთვის ნაცნობ სავაჭრო ცენტრებს “სითი მოლი გლდანს”, “სითი მოლი საბურთალოს” და ბიზნეს ცენტრ “სითი თაუერს” მართავს, რომლებიც ერთდროულად 300-ზე მეტ მაღაზიას, მათ შორის სწრაფი კვების ობიექტებს, რესტორნებს, ტანსაცმლის და სხვა მაღაზიებს აერთიანებს.

თავის მხრივ “აი ჯი დეველოპმენტ ჯორჯია” შვილობილი კომპანია “სითი დეველოპმენტი” კი ქვეყანაში დეველოპერული მიმართულებით 2021 წლიდან ოპერირებს და ერთ-ერთ მსხვილ 300 მლნ დოლარის ღირებულების კომპლექსს CITYZEN Central Park-ს დედაქალაქის ცენტრალურ რაიონში - საბურთალოზე აშენებს.

სტუმარი: მინდია საბანაძე - IG International-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე;

ინტერვიუერი: ვიქტორია მღებრიშვილი - bm.ge-ის რედაქტორი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები