მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

#რედაქტ2 ინტერვიუ ნინა ჩიკვაშვილთან / 12.09.2024

#რედაქტ2 ინტერვიუ ნინა ჩიკვაშვილთან / 12.09.2024

ქვეყანაში 2024-2025 სასწავლო წელი ეტაპობრივად ახლდება. კერძო სკოლების ნაწილმა სწავლა უკვე განაახლა, ნაწილი კი მოსწავლეებისთვის კარს 16 სექტემბერს გახსნის. სანამ უშუალოდ სტუმართან გადავინაცვლებთ, საქართველოს საგანმანათლებლო სექტორის მიმოხილვას გაგაცნობთ, რომლის მიხედვითაც 2023/24 სასწავლო წლისთვის საქართველოს მასშტაბით 2 086 საჯარო და 210 კერძო სკოლა იყო რეგისტრირებული. კვლევის თანახმად, ზოგადი განათლების კომპონენტში გენერირებული შემოსავლის ძირითადი ნაწილი გასულ წელს მილიარდ 100 მილიონი ლარი საჯარო სკოლებზე მოდიოდა, რომლებშიც მოსწავლეთა 89.9% ირიცხება. საჯარო სექტორში შემოსავალი წლიურად 13.8%-ით გაიზარდა და ამდენადვე გაიზარდა სახელმწიფოს დაფინანსებაც.

Galt & Taggart-ის კვლევის მიხედვით, კერძო სკოლების შემოსავალი 2023 წელს, საჯარო სექტორთან შედარებით სწრაფი ტემპით იზრდება, რაც განპირობებულია, ერთი მხრივ, გაზრდილი ხელფასებით და მეორე მხრივ, დამკვიდრებული შეხედულებით, რომ კერძო სკოლებში განათლების ხარისხი გაცილებით მაღალია, ვიდრე საჯარო სკოლებში. შესაბამისად, კერძო საგანმანათლებლო სექტორში 2023 წელს შემოსავალი 20.9%-ით - 355 მილიონ ლარამდე გაიზარდა.

სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის მიერ მომზადებული კერძო სკოლების ხელმისაწვდომობის კვლევის მიხედვით კი ქვეყანაში 210 კერძო სკოლიდან თბილისში, ბათუმში, ქუთაისსა და რუსთავში 145 სკოლა ფუნქციონირებს, ხოლო 68 104 მოსწავლიდან 56 628, ანუ კერძო სკოლების მოსწავლეთა საერთო რაოდენობის 83%, სწორედ ამ დიდ ქალაქებში სწავლობს.

კვლევის მიხედვით, კერძო სკოლებში სწავლის საფასური ქვეყნის მასშტაბით მკვეთრად განსხვავებულია. კერძო სკოლების თითქმის 50%-ში სწავლის საფასური 3500 ლარს აღემატება. რაც შეეხება ზედა ზღვარს, ის 31 000 ლარზე მეტია. ამავდროულად, სკოლების 5%-ში სწავლის გადასახადი წლიურად 100-დან 500 ლარამდე შუალედში მერყეობს. 6%-ზე მეტი დამატებითი სასწავლო გადასახადის გარეშე ფუნქციონირებს. სკოლების რაოდენობა, სადაც სწავლის გადასახადი 1000-დან 3500 ლარამდეა, 58-ია;

სტუმარი: ნინა ჩიკვაშვილი - ამერიკული საერთაშორისო სკოლა „პროგრესის" დამფუძნებელი; ინტერვიუერი: ვიქტორია მღებრიშვილი - BM.GE-ის რედაქტორი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები